საქართველოს ნაკრები ლატვიასთან მატჩისთვის მზადებას არასრული შემადგენლობით შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ასტანიდან დაბრუნების შემდეგ, წლის მეორე ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს.

დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის მოთამაშეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 6 სექტემბერს ყაზახეთის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ან არასრული მატჩი ჩაატარეს. ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებმა აღდგენითი ვარჯიში გამართეს.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები 8 სექტემბერს გამართავენ.

გთავაზობთ საქართველოსა და ლატვიის ეროვნულ ნაკრებთა 8 სექტემბრის განრიგს:


17:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია -
„დინამო არენა“
20:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის) - „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზა

18:15 ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენეცია - „დინამო არენა“
19:00 ლატვიის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება თავისუფალია მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის) – „დინამო არენა“

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები აკრედიტაციები გაიცემა მხოლოდ 8 სექტემბერს, „დინამო არენას“ მედია ცენტრში 13:00 საათიდან 16:00 საათამდე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:
გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

გულშემატკივარს საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა www.tkt.ge და „დინამო არენას“ სალაროებში შეუძლია.

ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა 9 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

altლატვიელებმა, თბილისში სამი ქულის ასაღებად მივდივართო

alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუცილებლად რომ უნდა მოვიგოთ ორი აზრი არაა. მინდა რომ დამაჯერებლად მოვიგოთ და არა ფორტუნას წყალობით
დათო
15:40 08-09-2018
0
მოიცა და 15 წუთის შემდეგ ჯურნალისტებისთვის იკეტება ვარჯიშიო, ზესტაფონის ბაზა ისედაც ღიაა, ბაზის ტერიტორიის გარეთ რომ მივიდეს ვინმე ჟურნალისტი კამერით და გადაიღოს დაუშლის ვინმე? პირდაპირ გზიდან მოჩანს ყველაფერი!
fsiuuu
01:03 08-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული