whoscored-ის სტატისტიკური შეფასებები - ყაზახები გვჯობნიდნენ, თუმცა ჩვენ მოვიგეთ

AutoSharing Option
whoscored.com-მა ყაზახეთი-საქართველოს მატჩი სტატისტიკურად მიმოიხილა და მისი ანალიზი შემოგვთავაზა.

მატჩის საერთო სტატისტიკის მიხედვით, დარტყმების რაოდენობაში უპირატესობა ყაზახებს ჰქონდათ 14-10-ზე, 1-1 ყვითელი ბარათი მიიღო ორივე გუნდმა, 17-ჯერ ყაზახები დაჯარიმდნენ 12-ჯერ ჩვენ, საჰაერო დუელების 51% ყაზახებმა მოიგეს და ბურთის ფლობა 56% ჰქონდათ. მეტოქემ პასების სიზუსტეშიც გვაჯობა 81%-69%-ზე.

Sportall.Ge

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, საქართველოს ნაკრები ძირითადად მარცხენა ფლანგზე უტევდა, შეტევების 43% გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ნავალოვსკის სივრცეზე მოდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანალოგიურად მარცხენა ფლანგია დასახელებული ყაზახების შეტევის მთავარ წერტილად.

Sportall.Ge

საქართველო კარისკენ ძირითადად ცენტრიდან ურტყამდა, დარტყმების
45% ცენტრალური ზონიდან მოდის, ამავე პოზიციაზე 65%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა ყაზახებს.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრები ძირითადად კარებიდან 16 მეტრის მოშორებით ურტყამდა და ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ყაზახებს. 

Sportall.Ge

საიტის ინფორმაციით ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრალურ ნაწილში იყო, თუმცა მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების მოედნის ნახევარზწ მოდის.

Sportall.Ge

საერთო შეფასებაში გურამ კაშიას საიტი საუკეთესო ფეხბურთელად ასახელებს, მისი მაჩვენებელი 8.24 ქულაა, მეორე ადგილზეა გიორგი ნავალოვსკი 7.82 ქულით, მესამე ადგილს დმიტრი შომკო 7.74 ქულით იკავებს.

საუკეთესო ხუთელი კი ასე გამოიყურება:

1. გურამ კაშია - 8.24 ქულა
2. გიორგი ნავალოვსკი - 7.82
3. დმიტრი შომკო - 7.74
4. გიორგი ჩაკვეტაძე - 7.7
5. საბა კვირკველია - 7.55

რაც შეეხება პოზიციურ მაჩვენებლებს დაცვაში ასე გამოიყურება: (Mins: სათამაშო დრო, Tackles: ორთაბრძოლებში გამარჯვება, Inter: საფრთხის განეიტრალება, Fouls: ჯარიმები, Offsides: თამაშგარე მდგომარეობა, Clear: სუფთა თამაში ართმევაზე, Drb: დრიბლინგი, Blocks: ბლოკი, OwnG: გოლი საკუთარ კარში, CM: სიმაღლე, KG: წონა)


Sportall.Ge

შეტევა (Mins: სათამაშო დრო, Goals: გოლი, Assists: საგოლე გადაცემა,
SpG: კარებში დარტყმები, KeyP: გადამწყვეტი პასი Drb: დრიბლინგი
Fouled: ჯარიმა Off: თამაშგარე Disp: არასწორი შეტევა, UnsTch: ბურთის ცუდი კონტროლი. CM: სიმაღლე KG: წონა)

Sportall.Ge

პასები ( Mins: სათამაშო დრო, Assists: საგოლე გადაცემები, KeyP: გადამწყვეტი პასები,
AvgP: გადაცემების რაოდენობა, PS%: გადაცემების სიზუსტე, Crosses: ჩაჭრები,
LongB: მაღალი გადაცემები, ThrB: გამოყენებული გადაცემები, CM: სიმაღლე, KG: წონა)

Sportall.Ge


alt"ჯვაროსნების" თამაშის 7 გასათვალისწინებელი ფაქტორი - ყაზახები ვერ მიხვდნენ, რატომ წააგეს

altჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება ყაზახეთთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ენდეაია?რა სისულელეა.
სოსო
00:18 09-09-2018
0
მოკლედ ბურთი ქონდათ მეტჯერ, იმიტომ რომ ბოლოს შენარჩუნებაზე ვთამაშობდით. ამ დროს ქომდათ მეტი დარტყმა. პასებიც ბევრი აძლიეს ერთმანეთს. არა ძმაო ამას უპირატესობა არ ქვია.
ჰაჰა
14:53 08-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული