მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. რაც შეეხება ბილეთებს მისი შეძენა TKT.GE-ზე და "დინამო არენას" სალაროებში შეგიძლიათ.
ყაზახური მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს გამოცდის მეორე ეტაპი დაუდგა, თუ როგორ შეძლებს ეიფორიის დაძლევას და ზედიზედ მეორე მატჩის მოგებას.
სამწუხაროდ ბევრისთვის დღევანდელი მატჩი ფეხბურთის გარდა სხვა ინტერესსაც ემსახურება, იმედი ვიქონიოთ რომ გულშემატკივრებს ხელს არ შეუშლის მათი ჩანაფიქრები. ფეხბურთი ემოციის ადგილია და არა აქციების ან პოლიტიკური გამოსვლების პოლიგონი.
ჩვენი ნაკრები
გამარჯვება სასიხარულოა და ნაკრებში ატმოსფერო იდეალურია, პრობლემები ყოველთვის არის და მათი გადალახვაა საჭირო. თუმცა იმდენად კარგი გუნდია შეკრებილი, სახასიათო და სამეგობრო თვალსაზრისით - ისინი ერთხმად და ერთად დგომით ყველაფერს შეძლებენ და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმარებიან მეგობრებს.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვერდში დგომა გიორგი ქვილითაიას ესაჭიროება, რომელმაც ნაკრების ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით საკმაოდ დიდი ხანი გაუცდება. დღეს საქართველოს ნაკრებმა მისთვის უნდა გაიმარჯოს და თითოეული გოლი მას უნდა მიუძღვნას.
გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ნაკრებში წინა შეხვედრიდან ბევრ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, საერთოდ მოგებულ შემადგენლობას ნაკლებად ცვლიან. მაგრამ არ გამოვრიცხოთ, უფრო შემტევი შემადგენლობა ვიხილოთ. კარებს ალბათ ვაისის რჩეული გიორგი ლორია ჩაიბარებს, რომელსაც სლოვაკი ენდობა.
ანალოგიური ვითარება იქნება დაცვის ხაზში და იგივე ოთხეულს უნდა ველოდოთ, გურამ კაშიამ და გიორგი ნავალოვსკიმ წინა დაპირისპირებაში იდეალურად გამოიყურებოდნენ. ხოლო საბა კვირკველიას და ოთარ კაკაბაძეს კი ჰქონდათ შეცდომები, თუმცა ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან და დღეს მათგან გაცილებით უკეთესს თამაშს უნდა ველოდოთ.
არ გამოვრიცხოთ ცვლილებები საყრდენ ზონაში, რადგან სათადარიგოდ გუნდს ვაკო გვილია ჰყავს და ნაკრებისთვის ისიც ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია. თან მას შეტევითი პოტენციალი კარგი აქვს და ლატვიასთან მატჩში ესეთ ფეხბურთელზე უფრო უნდა იყოს მოთხოვნა.
რაც შეეხება შეტევას, გულშემატკივრები მოედანზე თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი არაბიძეს ელიან, მათ ძირითად შემადგენლობაში თუ არ ვიხილავთ, დიდი ალბათობით მეორე ტაიმში ჩაერთვებიან და გააძლიერებენ გუნდს.
პრობლემურია თავდასხმის პოზიცია ნიკა კაჭარავა და მითუმეტეს ლევან მჭედლიძე იდეალურ ფორმაში არ არიან, არ გამოვრიცხოთ რომ ფორვარდათ ვაკო ყაზაიშვილი მოგვევლინოს.
ვლადიმირ ვაისი: ხვალ ძალიან მნიშვნელოვანია დღე იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ ერთა ლიგაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის სამი ქულა რაც ყაზახეთთან ავიღეთ, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანია გამარჯვება, რათა გვქონდეს პოზიტიური შედეგი. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ, საბოლოოდ დადგინდება ხვალინდელი შემადგენლობა.
ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა, მეტოქე თამაშობს დაცვით სისტემას 4-4-2 ტაქტიკით., ჩვენ უნდა ვუპოვოთ გასაღები მათ დაცვას და ვიმედოვნებ, რომ ხვალ ჩვენი სტადიონი გაივსება და გულშემატკივარს
გავახარებთ.
ლატვიის ნაკრები
ლატვიის ნაკრებს ბოლოს 2017 წლის 28 მარტს დავუპირისპირდით და 5:0 ვძლიეთ. მაშინ ამან მეტოქის მთავარი მწვრთნელის გათავისუფლება გამოიწვია და გუნდშიც კარგი ატმოსფერო ნამდვილად არ იყო. "დინამო არენაზე" იმდროინდელი მოასპარეზე შემადგენლობიდან, 8 ფეხბურთელი დღეს არსებულ განაცხადში არ არის (5 ძირითადი, 3 სათადარიგო).
ამჯერად ნაკრებს ფინელი მწვრთნელი წვრთნის, რომელსაც ფინეთის ნაკრებში უმუშავია და ჩვენი ნაკრები ამ ასპარეზზე დაუმარცხებია. საკლუბო ფეხბურთში კი დაახლოებით 6 გუნდი ჰყავს გაწვრთნილი: "დანდი", ჰიბერიანი", "კილმარნოკი" და ა.შ.
მან ოთხი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო, აზერბაიჯანთან შინ 1:3 დამარცხდნენ, ლიეტუვას ესტუმრნენ და ფრედ - 1:1 ითამაშეს, საშინაო არენაზე ესტონეთი 1:0 დაამარცხეს და ერთა ლიგის პირველ მატჩში საკუთარ სტადიონზე ანდორასთან ფრე 0:0 ითამაშეს.
ფინელმა მწვრთნელმა ოთხივე შეხვედრაში სხვადასხვა ტაქტიკა გამოსცადა: აზერბაიჯანს 3:5:2-ით დაუპირისპირდნენ და ეს არჩევანი გარკვეულწილად სანანებელი გაუხდათ; ლიეტუვასთან 4:5:1 სცადეს და ამ არჩევანმა გარკვეულწილად გაამართლა, თუმცა ესტონეთს 4:4:2-ით დაუპირისპირდა და ამავე ტაქტიკით სცადა ანდორასთანაც ფონს გასვლა თუმცა უშედეგოდ.
ლატვიის ნაკრებს 8-ჯერ ვართ შეხვედრილები, სამი ჩვენ მოვიგეთ, სამში დავმარცხდით და ორი ფრე დამთავრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათთვის ოფიციალური შეხვედრა მოგებული არ გვაქვს.
მიკსუ პაატელაილენი: საქართველოს ნაკრები ფანტასტიკური გუნდია, მე ვუყურე ყაზახეთთან მატჩს და ცოტა დაცვითი ფეხბურთის თამაში მოუწიათ. თუმცა, მათ ჰყავთ ძალიან კარგი შემტევები და გუნდი კომპაქტურად თამაშობს. ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა გეგმა გაგვაჩნია და ვნახავთ, როგორ შევასრულებთ.
ქართველებს ჰყავთ საკმაოდ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები: ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე და კანკავა. ამავდროულად გყავთ ძლიერი ცენტრალური მცველები - გურამ კაშია და საბა კვირკველია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ დისციპლინირებულად, გუნდურად და
აუცილებლად უნდა გავანეიტრალოთ ყველა საფრთხე, რაც საქართველოს ნაკრებისგან წამოვა.
მოლოდინი
იმედი გვაქვს სტადიონი დღეს სრულად გაივსება, ბილეთებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და ეს სასიხარულო ფაქტია. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისტორიაში პირველად უეფას ეგიდით ჩატარებული ტურნირი ერთა ლიგა მოიგოს, ამიტომ თითოეულ მატჩში გვერდში დგომას და მხარდაჭერას საჭიროებს.
ერთად დავწეროთ ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია!
ვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები
ვენი, ვიდი, ვიცი - ქალაქი ასტანა და ყველა ემოცია, რაც ყაზახეთიდან გამომყვა
ლატვიელების მწვრთნელი: ხვალ ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა გეგმა გაგვაჩნია და ვნახავთ, როგორ შევასრულებთ