გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორქი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.

ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთი რა ივარჯიშა,რომ საოპერაციო გახდა?არადა ყაზახებთან კარგად ითამაშა.ძალიან საწყენია,ძლივს მოირჩინა ტრავმა და ისევ ოპერაცია...სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გიორგის.ნაკრებს კი გამარჯვებას.
სოსო
11:08 09-09-2018
2
რა საწყენია! როგორ ველოდი მინდორზე და როგორ ვქომაგობდი! შესანიშნავი პერსპექტივები აქვს ამ ახალგაზრდას. მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში დაბრუნებას გისურვებ, სამშობლოს გასახარად!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული