შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველო - ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

- როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა მართლწესრიგის დაცვა. ამასთან, სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას
და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება. - ნათქვამია განცხადებაში

altსაქართველო vs ლატვია - თამაში ქულებისთვის, მოგება გიორგისთვის!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ახლა კაშიას წინააღმდეგ რაიმე ქმედება არის საქართველოს წინააღმდეგ ქმედება, ეს უნდა გავაცნობიეროთ! არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს მისი საქციელი თუ არა.
მოდით ყველამ ერტად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს!
Irakli
12:10 09-09-2018
7
რა დროს აქციაა ეხლა?ვინც დღეს სტადიონზე მისული ამას გააკეთებს ის არის ზუსტად ქართული ფეხბურთის მტერი. მეც სასტიკად არ მომწონს ლგბტ თემი ქვიან თუ რაცაა თუმცა დღეს ამის გასარჩევი დრო ნამდვილად არაა.ისე ნუ უზამთ ეს ვითომ "პატრიოტები" რომ სრულიად საქართველოს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი არმიის სიძულვილი და ზიზღი დაიმსახუროთ.კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ დღეს არ არის ამ საკითხის გარჩევის დრო. ალბათ ფეხბურთელებზეც იმუშავებს ვინმე ფსიქოლოგი რომ ამ ვაი პატრიოტების ყროყინს არ მიაქციონ ყურადღება ფეხბურთელებმა თამაშის მსვლელობის დროს.და კიდევ,მართლა გულშემატკივრებმა ისე ომახიანად უნდა დაუჭიროს მხარი ჩვენს გუნდს რომ ამათი ხმა არ ისმოდეს.მეც ვიქნები სტადიონზე და ხმის ჩახლეჩამდე ვაპირებ მხარდაჭერას სა-ქარ-თვე-ლოო!!!!
RUS-777
12:50 09-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული