გურამ კაშია მატჩამდე გულშემატკივარს მიმართავს

AutoSharing Option
დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით ლატვიას დაუპირისპირდება.

მატჩის წინ შექმნილ აჟიოტაჟს სოციალური ქსელის მეშვეობით გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე კაპიტანმა გურამ კაშიამ მიმართა.

"ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვთ, მატჩის მსვლელობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენს გუნდს. დღეს, ლატვიასთან, გამარჯვება ყველას ერთად, მთელს საქართველოს გვჭირდება" - განაცხადა კაშიამ.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების შეხვედრა 20:00 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

altშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით

altსაქართველო vs ლატვია - თამაში ქულებისთვის, მოგება გიორგისთვის!

alt

ვლადიმირ ვაისი: მე როგორც მწვრთნელი გურამ კაშიას გვერდში ბოლომდე დავუდგები

altრას ეუბნება გურამ კაშია თანაგუნდელებს გასახდელში [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 9 /
გენაცვალე კაშოო
ასევე
13:24 09-09-2018
28
ბიჭო ეს ჟურნალისტები ძალად გვატენით ამას? თან უკვე 1 წელია :დ რანაირად არის კაპიტანი? აბა კანკავა ვინ არის :) ბიჯოს...
Tbiliseli
13:54 09-09-2018
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული