#მალედაგვიბრუნდი - ფეხბურთელები გიორგი ქვილითაიას მხარდასაჭერად!

AutoSharing Option
საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორქი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი ქვილითაიას მხარდასაჭერად, სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანია წამოიწყეს ჰეშთეგით #მალედაგვიბრუნდი . თავისი პოსტები უკვე გამოაქვეყნეს: გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ნავალოვსკიმ, ოთარ კაკაბაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა.

სავარაუდოდ მალე აქტიურობას სხვა ფეხბურთელებისგანაც უნდა ველოდოთ, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს გულშემატკივარიც შეურთდება და გიორგი ქვილითაიას აგრძნობინებს, რომ ის მარტო არ არის!


altგიორგი ქვილითაია

ლატვიასთან მატჩს გამოტოვებს

altსაქართველო vs ლატვია - თამაში ქულებისთვის, მოგება გიორგისთვის!


მკითხველის კომენტარები / 3 /
ნამდვილი გულშემატკივარი ფიქრობს საქართველოს ნაკრები და მისი მოთამაშეები როგორ გავამხნევოთ და გვერდში როგორ დავუდგეთ, თუმცა მცირე ნაწილს როგორც ჩანს ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი აღქმები გააჩნიათ.
მალე გამოჯანმრთელება და წარმატებები ქვილითაიას და გამარჯვება საქართველოს ნაკრებს!
Irakli
14:17 09-09-2018
3
ძალიან მეწყინა გიოს ტრავმა, იმედია ძალიან სერიოზული არაა და მალე დაგვიბრუნდება. ჟურნალისტებს ვთხოვ მოგვაწოდოს ინფორმაცია გიოს ოპერაციის შესახებ.
roma
13:55 09-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული