ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ლატვიის დამარცხების შემდეგ (1:0) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- რთული თამაში იყო, თუმცა კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში, რადგან მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა.

სამუშაო აქვს რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკური კუთხით, რადგან მათ კლუბებში მცირე სათამაშო დრო აქვთ და ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრაში ანდროსთან უკეთეს ფორმაში იქნებიან.

ქვილითაიას ტრავმა ტრაგედიაა, ასეთი ტრავმა არ მახსენდება. ეს შოკი იყო მთელი გუნდისთვის, ჩვენი ინფორმაციით ხვალ ჩატარდება ბელგიაში ოპერაცია და გვეცოდინება
მისი ტრავმის სიმძიმე და რეაბილიტაციის პერიოდი.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო, თუმცა მე არ ვუყურებ წარსულს და მსურს ახალი ისტორია დავწერო.

ასეთ შეხვედრაში რთულია ფეხბურთელების შეცვლა, რადგან რთულია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად შეხვედრაში ჩართვა. შეიძლება ფიქრობთ, რომ შეცვლები დავაგვიანე, თუმცა სათადარიგო შემადგენლობაშიც არ მქონდა დიდი არჩევანი, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას თავიანთ კლუბებში სათამაშო დრო არა აქვთ და ფორმაში არ არიან.

რაც შეეხება უშუალოდ კაჭარავას, თამაში არ წაუვიდა, ბევრს ეცადა და ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტიც. ფეხბურთი არ არის იოლი თამაში და ყველაფერი ხდება.

რა პროგრესი აქვს საქართველოს ნაკრებს, ეს ჟურნალისტებმა უნდა შეაფასოთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, 50 000 ქომაგი იყო და მათ გვერდში ყოფნას ვგრძნობდი. ქართველებს უყვართ ფეხბურთი და ეს სასიხარულოა.

მეტოქემ ყრუ დაცვაში ჩადგა და ბოლომდე ვერ შევძელით ჩვენი თამაშის ჩვენება. პირველ ტაიმში ვცდილობდით ისე გვეთამაშა, რომ ფინალურ ფაზამდე მივსულიყავით, თუმცა არ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, მისი კარგი თამაში ორივე შეხვედრაში გამოსარჩევია. ზოგიერთ ფეხბურთელს უკეთ მართებდა ასპარეზობა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან ჩადგა მწყობრში და ეტყობოდა ეს, ვაკო ყაზაიშვილსისა და ნიკა კაჭარავასგან კი მეტს ველოდი.

არაბიძე იმიტომ ვერ მოხვდა განაცხადში, რომ ვარჯიშებზე უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს თავი. ისე, ეს 20 წლის ბიჭი უდავოდ ნიჭიერია.

მე კომუნიკაცია მქონდა ჯანო ანანიძესთან, ორშაბათიდან ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ვნახოთ, სამი კვირის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება.

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

მკითხველის კომენტარები / 51 /
Gilocavt , magram gawirbebit moviget. Erti ram unda vicodet ROM Latvia zalian uxerxuli metoqe iyo oficialur mathebhi yoveltvis!navsi gavtexet!
Kika
10 სექტემბერი 2018 08:03
0
ქართული ანბანი დაგავიწყდა შე კაი კაცო?
ააა
10 სექტემბერი 2018 10:12
1
ქართული ანბანი დაგავიწყდა შე კაი კაცო?
ააა
10 სექტემბერი 2018 10:06
1
Vinc kacharavas aqebt mgoni misi ojaxis wevrebi xart an federaciis warmomadgenlebi an shaci satvalit ukurebt realobas kaci pass ver aketeb motkuebaze laparaki araa tavit ver tamashpbs simaglis miuxedavad da eeebss wert obieqturi vikot manamisis xatrit rodemde zgvari xo aqvs kvelafers sindisi agar gaqvt bolo bolo???
Gio
10 სექტემბერი 2018 05:04
0
ოხ ეს ქართული თვითგვემა და თვითკრიტიკა. სად ჰქონდა ლატვიას მეტი მომენტი? სად დათვალეთ? რადგან კარისკენ გაუშვეს? მაგ, საგოლე იყო ყაზაიშვილის და კანკავას დარტყმები, მეკარე რომ საერთოდ არ განძრეულა....
არისტო
10 სექტემბერი 2018 16:13
0
Jurnalistebo gff presamsaxuri girigebt shekitxvebs. Ratom ar ekitxebit ratom mirbis yoveltvis tamashis meore dges ratom ar escreba tamashebs. Ratom ar udzaxebs praqtikian ebralidzes. Beglarishvils romelsac 20 goli aqv gatanili am sezonshi . Ertida igive kitxvebis dasama cota ar ixos mosabezrebelia
Emigranti
10 სექტემბერი 2018 14:59
0
ნუგზარი
გიორგი
10 სექტემბერი 2018 00:07
0
გეგუჩაზემნ ახალგაზრდული ხომ ააშენა და ეხლა ეროვნულში დანინეთო.. ძააან მოკლე მეხსიერება აქვს ამ ხალხს, მაგარამ მე მახსოვს ახალგაზედული ფარერებთან წაგებული 3:0
QT
10 სექტემბერი 2018 08:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული