თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ლატვიასთან (1:0) ერთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ლატვიის ნაკრები თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი თორნიკემ გოლად აქცია და ჩვენს გუნდს გამარჯვება მოუტანა.

"ძალიან რთული მატჩი იყო, იმიტომ, რომ მათი 10-ივე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა. ლატვია ძალიან მომზადებული იყო, მაგრამ ჩაკვეტაძემ კარგი პენალტი აიკიდა. წელიწადზე მეტია არ მითამაშია. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი ვქენით, ასი პროცენტით დავიხარჯეთ და გავიმარჯვეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო
გულშემატკივარს" - განაცხადა მატჩის შემდეგ თორნიკე ოქრიაშვილმა.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა D ლიგის A ჯგუფში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და 6 ქულით ლიდერობს.

13 ოქტომბერს ჩვენი გუნდი "დინამო არენაზე" ანდორას დაუპირისპირდება.

altგურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან

altრა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]

altჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში

მკითხველის კომენტარები / 9 /
შენ გენაცვალე ოქრიი ,წელიწადია არ გითამაშია მაგრამ არავისზე ნაკლებად შენ არ გამოიურებოდიი...
ასევე
15:37 10-09-2018
1
მართლა ძალიან გაუჭირდა თორნიკეს.პირველ რიგში თავის უძლურებას ებრძოდა და ტრავმასაც ბეწვზე გადაურჩა.მთავარია ჯანმრთელობა ბოლომდე აღიდგინოს და ფორმაში შესვლას აუცილებლად მოასწრებს,ანდორისათვის საკმარისს მაინც.გუნდისათვის დიდი იმედია და ალბათ ამიტომ დააყენა ვაისმა თავიდანვე,თორემ ფიზიკურად აშკარად სუსტადაა ჯერ კიდევ.
სოსო
15:24 10-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული