საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ ტრავმის მორჩენის შემდეგ "გენტში" ორი გოლი გაიტანა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ვარჯიშისას კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და ბელგიაში ოპერაციას გაუკეთებენ. ერთა ლიგაზე ლატვიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მოედანზე მისი მხარდამჭერი მაისურებით გავიდნენ, გიორგიმ კი ინსტაგრამზე ეს დაწერა.
"არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ასე განიცდიან შენს გასაჭირს და ასე ახლოს მიაქვთ გულთან. უღრმესი მადლობა ყველას. მადლობა, რომ გჯერათ ჩემი. ამხელა სიყვარულის შემდეგ არ მაქვს დანებების უფლება და არც დავნებდები! ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი
გვაქვს გასატანი".
#მალედაგვიბრუნდი - ფეხბურთელები გიორგი ქვილითაიას მხარდასაჭერად!
გიორგი ქვილითაია: ტრავმის მიღების შემდეგ პირველად ის ვიკითხე - შევძლებდი თუ არა ნაკრებში თამაშს?
ქვილითაია სადებიუტო მატჩში 87-ე წუთზე შევიდა, მაშინვე გოლი გაიტანა და გენტს გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]