ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ლატვია "დინამო არენაზე" 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი კი გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობას მოჰყვა, რომელიც ლატვიელებმა საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა.
2 მატჩის შემდეგ შეგვიძლია საქართველოს ნაკრების თამაში სტატისტიკურად მიმოვიხილოთ.
საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა - საშუალოდ 1.5 გოლი შეხვედრაში. ამ სამი გოლიდან ერთი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რომელიც ერთა ლიგის ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლი. ერთი გოლი ჩვენმა მეტოქემ
ორი შეხვედრის განმავლობაში ქართველმა ფეხბურთელებმა სულ მეტოქე გუნდის კარისკენ 24-ჯერ დაარტყეს. აქედან 8 კარში წავიდა, 7 კი ბლოკირებული იყო.
სხვა სტატისტიკა შეტევაში:
- კუთხურები - 11
- შეტევები - 91
- თამაშგარე - 4
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პასების სიზუსტით გამოირჩევა. სულ ამ ორ მატჩში "ჯვაროსნებმა" 899 პასი გააკეთეს. აქედან 733, ანუ 80% ზუსტი იყო.
ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრების ბურთის ფლობა 53 პროცენტი იყო.
გიორგი ლორიამ, საერთო ჯამში, 6 "სეივი" განახორციელა და ორივე შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.
სხვა სტატისტიკა დაცვაში:
- ართმევა/ჩაჭრა/ბურთის აღება - 68
- ბლოკირებული დარტყმები - 8
- ამოტანა - 49
სხვა სტატისტიკა:
- ყვითელი ბარათი - 2
- ჯარიმები - 25
- ჩვენზე დაჯარიმდნენ - 27
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები შინ ანდორასთან, 13 ოქტომბერს გამართავს.
ნიკა კაჭარავა: თამაშს მონატრებული ვიყავი და მინდოდა, ყველაფერი გამეკეთებინა
თორნიკე ოქრიაშვილი: ლატვიის 10-ვე ფეხბურთელი თავის ნახევარზე იდგა
გურამ კაშია: ძალიან მიყვარს ის ხალხიც, ვინც ჩემ წინააღმდეგ არიან
გიორგი ქვილითაია: ჩვენ ერთად კიდევ ბევრი გოლი გვაქვს გასატანი
საქართველო - ლატვია: whoscored-ის შეფასება - ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი 7.5-7.5, კაჭარავა 6.2
რა ხდებოდა საქართველოს ნაკრების გასახდელში ლატვიასთან მოგების შემდეგ [VIDEO]
ვლადიმირ ვაისი: რთული იყო ეგრედ წოდებული ავტობუსის წინააღმდეგ თამაში
ლატვიელთა თავკაცი: მე ვფიქრობ ეს არ იყო პენალტი და სიმულაციას ჰქონდა ადგილი
ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]