"ყაზახეთი ლატვიაზე უკეთესი გუნდია, ჩემი აზრით, ყაზახეთი საქართველოზე უფრო ძლიერიცაა, ასტანაში ჩატარებულმა მატჩის შედეგმა შეიძლება ზოგიერთი შეცდომაში შეიყვანოს. ხვალ მაგრად უნდა ვითამაშოთ, რათა ნამდვილ ნაკრებად ვიწოდებოდეთ, შემდეგ კი იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან", - განაცხადა ალვარესმა ყაზახეთთან შეხვედრის წინ.
ყაზახეთთან ნამატჩევს კი მან აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრიათ, დამსახურებულად მოპოვებულმა ქულამ გაახარა, მათმა დაცვამ ივარგა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევებამ გაუიოლათ საქმე.
მისი
საქართველოს ნაკრები ანდორას 13 ოქტომბერს თბილისში "დინამო არენაზე" უმასპინძლებს და ვნახავთ, მართლა შეუძლიათ თუ არა ანდორელებს კიდევ ქულების მოპოვება.
საქართველო-ანდორას მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ყაზახური პრესა: ანდორა-ყაზახეთი 1:1. შეიძლება გავგიჟდეთ - ვინაა ახლა ჯუჯა?