"გულშემატკივართა იმედები ვერ გავამართლეთ. ჩვენ სხვა შედეგის იმედი გვქონდა. საქართველოს ნაკრებთან საკმაოდ დინამიური, მაგრამ ნერვული თამაში იყო. ნათელი შეიქნა, რომ ვინც პირველი გაიტანდა გოლს, ის გაიმარჯვებდა. ჩვენს ფეხბურთელებს დიდი სურვილი ჰქონდათ იმედი არ გაეცრუებინათ სტადიონზე მოსული ქომაგებისთვის. ამ სურვილმა ნერვული ატმოსფერო შექმნა. მათ შებოჭილად ითამაშეს. არ ეყოთ ხასიათის სიმტკიცე.
ამ მატჩზე დაახლოებით 29
მე და ჩემმა თანაშემწეებმა ვერ შევაფასეთ ფეხბურთელთა სათამაშო პრაქტიკის არქონა. საქართველოსთან გვინდოდა პირველ ნომრად გაგვეგრძელებინა თამაში. ამისათვის კი მუდმივი დინამიკაა საჭირო. აგრეთვე კარგი კონდიციები. რომ გადაგვეწყვიტა დაცვიდან, მეორე ნომრად თამაში, შესაძლოა დადებითი შედეგი მიგვეღო. ანდორასთან შეხვედრაზე არაფერს არ ვიტყვი. უფრო მაღალი კლასის გუნდს რომ შევხვედროდით, როგორც ეს ბულგარეთთან და უნგრეთთან იყო, შეტევაში სწრაფად მოქმედების საშუალება მოგვეცემოდა და შესაბამისად, შედეგიც იქნებოდა.
რაც შეეხება შანსებს, გულღიად გეტყვით, ჯგუფის ლიდერობა გაგვიჭირდება, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედია, ფეხბურთელებს ესმით ყველა დარჩენილი მატჩის მნიშვნელობა. ველოდებით საქართველოს ნაკრების ფეხის დაცდენას და შესაძლოა, მათ ქულები დაკარგონ".
სტანიმირ სტოილოვი: საქართველო ფავორიტად რჩება - ომი არ დასრულებულა
ანდორას ნაკრების მწვრთნელი: ყაზახეთი საქართველოზე ძლიერია
ანდორა-ყაზახეთი - ფრე საქართველოს სასარგებლოდ [VIDEO]
ჩაკვეტაძის ულამაზესი გოლი - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა! [VIDEO]