უპირატესობას როგორც მოსალოდნელი იყო "დინამო" ფლობდა, თუმცა "კოლხეთმა", რომელმაც წინა ტურში "ლოკომოტივს" მოუგო, დიდი წინააღმდეგობა გაუწია.
ანგარიში მე-17 წუთზე შენგელიამ გახსნა, მაგრამ აშორტიამ მალე საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში შენგელიამ მასპინძლები ისევ დააწინაურა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა დემიდოვმა ამის შემდეგ შეცვლაზე კაბორე შეუშვა, რომელმაც თავისი გუნდის შეტევებს სიმწვავე შემატა. 63-ე წუთზე დოროშენკომ გოლი გაიტანა, მსაჯმა კი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ცოტა არ იყოს საეჭვო თამაშგარე.
73-ე წუთზე ერგემლიძემ ვერ გამოიყენა
თბილისი. "მიხეილ მესხი"
დინამო - კოლხეთი 2:1
გოლები: 1:0 ლევან შენგელია (17), 1:1 იმედა აშორტია (24), 2:1 ლევან შენგელია (54)
დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ლუკა ქაფიანიძე, ბაქარ ქარდავა (კ), გიორგი კუცია, აკაკი შულაია (მიხეილ ერგემლიძე 67), ლევან შენგელია (გიორგი ივანიშვილი 86), ნიკა ნინუა (ლაშა ქოჩლაძე 77), მათე ვაწაძე
მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა
კოლხეთი (3-4-1-2): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლაშა ხატიაშვილი, დავით მთივლიშვილი, კირილო დოროშენკო, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (პატერსონ კაბორე 55), სტანისლავ პრიჩინენკო, იმედა აშორტია (თამაზ შალიკაშვილი 87), ლუკა იმნაძე (კ)
მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი