ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "დინამომ" "კოლხეთი" გაჭირვებით დაამარცხა

AutoSharing Option
27 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თბილისის "დინამომ" "კოლხეთს" 2:1 სძლია.

უპირატესობას როგორც მოსალოდნელი იყო "დინამო" ფლობდა, თუმცა "კოლხეთმა", რომელმაც წინა ტურში "ლოკომოტივს" მოუგო, დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

ანგარიში მე-17 წუთზე შენგელიამ გახსნა, მაგრამ აშორტიამ მალე საპასუხო გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში შენგელიამ მასპინძლები ისევ დააწინაურა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა დემიდოვმა ამის შემდეგ შეცვლაზე კაბორე შეუშვა, რომელმაც თავისი გუნდის შეტევებს სიმწვავე შემატა. 63-ე წუთზე დოროშენკომ გოლი გაიტანა, მსაჯმა კი თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. ცოტა არ იყოს საეჭვო თამაშგარე.

73-ე წუთზე ერგემლიძემ ვერ გამოიყენა
ფოთელთა კარის აღების კარგი შესაძლებლობა და "დინამომ" გაიმარჯვა. თუმცა, ისევე როგორც გასულ ტურში "სიონთან" შეხვედრაში, მისმა თამაშმა კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
დინამო - კოლხეთი 2:1
გოლები: 1:0 ლევან შენგელია (17), 1:1 იმედა აშორტია (24), 2:1 ლევან შენგელია (54)

დინამო (4-2-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ლუკა ქაფიანიძე, ბაქარ ქარდავა (კ), გიორგი კუცია, აკაკი შულაია (მიხეილ ერგემლიძე 67), ლევან შენგელია (გიორგი ივანიშვილი 86), ნიკა ნინუა (ლაშა ქოჩლაძე 77), მათე ვაწაძე

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

კოლხეთი (3-4-1-2): დენის კნიგა, ზაურ კერელეიშვილი, ირაკლი ციკოლია, მურად აფხაზავა, ლაშა ხატიაშვილი, დავით მთივლიშვილი,  კირილო დოროშენკო, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი (პატერსონ კაბორე 55), სტანისლავ პრიჩინენკო, იმედა აშორტია (თამაზ შალიკაშვილი 87), ლუკა იმნაძე (კ)

მთ. მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდი, რომ ფორმაში არარის გასაკვირი სულაც არ არის. ეს ხომ ახალგარდა უფრო სწორად ჭაბუკური გუნდია და ასეთ ასაკში არასტაბილურობა დამახასიათებელია. იგივე დაემართა გასულ წელსაც, სეზონის მარათონს ვერ უძლებენ ჭაბუკი ფეხბურთელები.
გიზოგ
12:19 28-09-2018
0
კოლხეთმა სრული წესების დაცვით გაიტანა მეორე გოლი, საფეხბურთო ექსპერტებმა ნახონ ვიდეო და ყველა დარწმუნდება, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. მსაჯის გადაწყვეტილებამ კი თამაშის შედეგზე იმოქმედა. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია ნეიტრალურ მაყურებელზე და ალბათ იმ ინსტიტუტებმა ამოიღონ ხმა ვისაც ეკუთვნის და ფოთს დაუბრუნონ თავისი ქულები.
gela
22:30 27-09-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული