ლუკა ზარანდია: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის გაათმაგებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთი დებიუტანტია, ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან მატჩისთვის ლუკა ზარანდია გამოიძახა.

Sportall.ge ლუკას პოლონეთში დაუკავშირდა და საქართველოს ნაკრებისა და "არკას" შესახებ ესაუბრა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ნაკრებში გამოძახება?
- ყველასთვის დიდი პატივია ნაკრების ღირსების დაცვა. ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოვიარე და ყოველთვის ამაყი ვიყავი, ეროვნული ნაკრები კი გაათმაგებული მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ჩემთვის.

- საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მოგების რა შანსი აქვს?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით ჯგუფიდან გასვლაა. ყველა თამაშის ანალიზი ცალ
-ცალკე ხდება. რატომაც არა, ძალიან კარგი შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

- როგორ შეაფასებთ ვლადიმირ ვაისის მუშაობას? აშკარაა, რომ მასთან ერთად ნაკრებს უკეთესი შედეგები აქვს...
- ყველაფერზე შედეგები მეტყველებს. როგორც ამბობდნენ, ჩვენ ფურცელზე ვიყავით ფავორიტები, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ეს ფავორიტობა რეალობაში გადაიტანა, რაც ძალიან კარგია.

- "არკაში" სათამაშო პრაქტიკას არ უჩივით. რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ასპარეზობით და სამომავლო გეგმებში რა გაქვთ?
- ჯერ შუა სეზონია და სხვა რაღაცებზე ლაპარაკი ადრეა. მთავარია, რომ აქაურ გულშემატკივარს და კლუბს თავი შევაყვარე და მეც ძალიან მიყვარს აქაურობა. თამაშებზე განსაკუთრებული მხარდაჭერა მაქვს, რაც იგრძნობა კიდეც და რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მაქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ოქტომბერს ანდორას თბილისში დაუპირისპირდება. შესაძლოა, ლუკა ზარანდიას დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგეს.

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

altლუკა ზარანდია პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში შეიყვანეს

altქართული ლეგიონის ამბები: ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე დრიბლინგი და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები ლუკას! ველოდებით ნაკრებში გაბრწყინებას!
1
წარმატებები და წინსვლა, შანსი გეძლევა როგორც ჩაკვეს და შეგიძლია გამოიყენო ისე რომ ჩაკვეს მსგავსად შეუცვლელი გახდე ნაკრებში, კონკურენცია გაზარდე და აჩვენე ყველას რომ შენი დრო ახლა მოდის. დარწმუნებული ვარ ანდორასთან ძირითადში იქნება და თუ მაგრად ითამაშებს ლატვიასთანაც სასტარტოში იქნება. აბა შენ იცი ღმერთი შენსკენ.
roma
16:51 03-10-2018
0

სიახლეები პოპულარული