ქართული ლეგიონის ამბები: ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე დრიბლინგი და გამარჯვების მომტანი საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს ქართველი ლეგიონერებიდან "არკას" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია გამოირჩა.

პოლონეთი. ექსრტაკლასა. მე-9 ტური. არკა - ლეხი 1:0. 9 501 მაყურებელი. ზარანდიას დრიბლინგისა და პასის შემდეგ მიხალ იანოტამ 76-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. ლუკა ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. გდინიური გუნდის მწვრთნელმა ზბიგნევ სმოლკამ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და განსაკუთრებით ზარანდია, იანოტა და ვეტერანი ლატვიელი მეკარე პაველ შტეინბორსი გამოყო. "არკა" 10 ქულით მე-10 ადგილზეა და 28 სექტემბერს ჩემპიონატზე ვარშავაში "ლეგიას" ხვდება, იქამდე კი 25 სექტემბერს თასზე სტუმრად
"შლიონსკს" ეთამაშება.


პოგონი - ვისლა (კრაკოვი) 2:1. 3 750 მაყურებელი. მასპინძელთა მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად იასპარეზა.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. 28-ე ტური. ჰიკი - როვანიემი 3:0. 4 021 მაყურებელი. როვანიემელთა ჰავბეკი გიორგი გოროზია სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

იტალია. სერია A. მე-5 ტური. სასუოლო - ემპოლი 3:1. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. ლიგა 2. მე-8 ტური. გრენობლი - ბრესტი 1:2. 6 646 მაყურებელი. "გრენობლის" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა. მე-5 ტური. ბოავიშტა - ჩავესი 1:2. 4 765 მაყურებელი. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ავთო ებრალიძე 76-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

დანია. სუპერლიგა. მე-10 ტური. ვეილე - ესბერგი 1:0. 5 154 მაყურებელი. "ესბერგის" ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრია. 2. ლიგა. მე-8 ტური. კაფენგერგი - ბლაუ ვაისი 0:2. 500 მაყურებელი. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი ლევან ელოშვილი 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო.

altლეგიონის უქმეები: ქართველების 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ლომი ხარ ზარანდ. დაევსოს თვალები ჯერ ვაისს და მერე იმას ვინც შენს გამოძახებას ბლოკავს.
ბონდო დოლაბერიძე "ფეოლა"
22:16 23-09-2018
0
ზარანდია გამოსაძახებელია აუცილებად ოქტომბერში
ძალიან გაამწვავებს მარჯვნიდან
0

სიახლეები პოპულარული