საქართველო-ანდორას მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებში დაიწყო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის, საქართველო-ანდორას, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 11 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე შეხვედრაში ანდორას დაუპირისპირდება.

alt

ვლადიმირ ვაისის სია: მწირი არჩევანი, ბევრი კითხვა და სლოვაკის უცნაური ლოგიკა

altერთი დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან ცოტა ბილეთია გაყიდული,საიტზე მთელი სტადიონის ბილეთები თითქმის ხელმისაწვდომია,ძალიან ცუდია ანდორის დაუფასებლობა ძვირად არ დაგვიჯდეს
ფეოლა
11:13 12-10-2018
0
ბილეთის ფასებში განსხვავება არ უნდა იყოს?! გერმანიას ვეთამაშებით თუ ანდორას ბილეთების ფასები ერთი და იგივე უნდა იყოს? მე თქვენ გეტყვით და სანახაობას ვნახავთ ისეთს,რომ ეიფორიაში ვიქნებით კარგახანს რა. მერე იტყვიან ხალხი არ მოდის სტადიონზეო და რატომ უნდა მოვიდეს,მაშინ ეს მითხარით. პატრიოტულ სულს მოუხმონ ხო? ყველგან და ყველაფერში ფულის შოვნაზე გადასვლა რაღა უბედურებაა. არ გამიკვირდება,რომ სტადიონი არ გაივსოს,რადგან არ არის ანდორასთან თამაში ისეთი,რომ ბილეთებზე წყვეტა იყოს. შესაძლოა ვერც მოუგონ და მერე ნახეთ 65000 გულშემატკივრის გინება პირდაპირ სტადიონიდან. ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს,ის იყოს პუტინის შუა ფეხი
სხვათა თუთაშხია
09:12 10-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული