ფედერაციასთან ყველაფერი გავარკვიე - არაბიძის კომენტარი კობიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და პორტუგალიური „ნასიონალის“ ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, სფფ-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც იცით, ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "სპორტი იმედის" ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, რომ არაბიძე არაპროფესიონალური საქციელით გამოირჩა და ამიტომ მას ნაკრებში ვეღარ ვნახავთ.

არაბიძის კომენტარი ექსკლუზიურად Sportall.ge-მ მოიპოვა.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე ყველაფერი გავარკვიე. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე ვითამაშებ და 100%-ით დავიხარჯები.

ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ყოველთვის მზად ვარ, საქართველოს ნაკრებს დავეხმარო. - განგვიცხადა არაბიძემ.

altლევან კობიაშვილი: გიორგი არაბიძეს ნაკრებში ვერ ვიხილავთ

მკითხველის კომენტარები / 16 /
მართალია, მაგრამბოსკამპს არავითარი შედეგისთვის არ მიუღწევია.
sdfffff
13 ოქტომბერი 2018 22:30
0
კობიაშვილის გადაწყვეტილება საჯაროდ არაბიძის გაკრიტიკების შესახებ აბსოლუტურად სწორია. ვაისი უცხოელია და მისი მხრიდან კრიტიკა შესაძლოა ქართველ გულშემატკივარს არასათანადოდ მიეღო. ამის შესანიშნავი მგალითია, როცა 1990-იან წლებში ეროვნული ნაკრების ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ბოსკამპმა ზაზა ჯანაშიას უდისციპლინობა და სითავხედე რომ გააკრიტიკა, მას იქეთ დაუწუნეს საქციელი: ქართველებს ვერ მოერგოო. ზოგის აზრით, თურმე, მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელების(თითქოს, ჯანაშია ვარსკვლავი ყოფილიყო) ხუშტურებზე უნდა ევლო. მოკლედ, ეროვნულ ნაკრებში თამაშის მსურველს პირველ რიგში უნდა ესმოდეს, რომ ის გუნდის ნაწილია და მხოლოდ გუნდის სასარგებლოდ უნდა იმოქმედოს. ეს თუ თავიდანვე ვერ გაიგო, შემდეგ მასთან საუბარს აზრი აღარ აქვს. ამიტომ, უსაფუძვლო ამბიციები თავიდანვე უნდა ჩაიხშოს.
თორნიკე
08 ოქტომბერი 2018 12:55
4
ჯერ შენს თავს დაეხმარე ბიძილო შენ.
cheroeli
08 ოქტომბერი 2018 11:52
5
რატო წევთ ამ თემებს ნაკრების თამაშის წინ არ ყოფილა ეს ბიჭი მარა მოვიგეთ .
soso
08 ოქტომბერი 2018 10:36
4
ჩემი ცხოვრების მანძილზე ისეთი დაღუპული ტალანტები მინახავს, რომ არაბიძე მათთან ახლოს ვერც გამოჩნდება! ვინ იცის რამდენი გენიოსი დაღუპულა ბავშვობაში და ამიტომ კაცობრიობა მის დიდება არც გაუგია. არაბიძე კი არა, უამრავი ახლობელი აკლდება ადამიანს ცხოვრებაში და ითმენს. არაბიძეს დახმარება აუცილებლად სჭირდება, მაგრამ თვითონაც თუ არ მოინდომა, როგორც იტყვიან, ძაღლი მიაკვდეს სულში!
zurab
08 ოქტომბერი 2018 09:55
10
აი ისევ ფეღბურთელების ამოჩემება,შეიძლება ავარდნილი ქონდეს თავში მაგრამ ესეთი რამ კობი შენ არ უნდა გეთქვა,ბავშვია ,მჯერა მიაღწევს კარგ შედეგს და მერე რომ არ ჩამოვიდეს ნაკრებში ქართველებს არ დაგვწყდეს გული,ბევრმა ისეთები დაწერა უბრალოდ მეგონა არაქართველზე წერდა,არაა გამოსაძახებელი ჰომ გავიგე მაგრამ თქვას მწვრთნელმა და არა კობი შემ.ეს ეჭვს ბადებს რომ მწვრთნელს არაფერი ეკითხება ვინ ათამაშოს ნაკრებში
მერე რა რომ შავივარ
08 ოქტომბერი 2018 07:26
35
'კობიმ' გაიმეორა რაც ვაისმა თქვა თავის დროზე, როცა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სხვა არაფერი მომხდარა და არ სჭირდება ქართული ფეხბურთის ისედაც გართულებულ საქმეს ხელოვნურად გართულება.
გიორგი
08 ოქტომბერი 2018 13:11
3
რატო ვიცით ყველაფრის გაზვიადების ვერ გავიგე...აუ ესეთი ნიჭიერი ესეთი ტალანტი და ა.შ.კი შეიძლება შედარებით სხვაზე უკეთესია მონაცემებით მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ გუნდი უნდა მოერგოს მას და არა პირიქით.სადაც ითამაშა ყველგან პერსპექტიული დარჩა ბოლომდე და ესე "ვერ გავფრინდებით..."აზრზე მოსვლა და წარმატებები მინდა უსურვო
კახა ქირია
08 ოქტომბერი 2018 02:18
0
Gio dzmao imedia kitxulob komentarebs da kargad chans rom shens cinaadeg bindzuri kampania camoicyes. Erts girchev moerie shens xasiats damijere vici mdzime cutebi gamoiare mamis dagupvis mere viziareb minda rom iseti didi fexburti itamasho rogoric mamashens undoda da darcmunebuli var rom gaitvaliscineb suli da gulit minda rom carmatebas miagcio. Sheusrule mamashens is survili da ocneba rac undoda shen uket ici ra undoda carmatebebi
Emigranti
08 ოქტომბერი 2018 01:11
17
N–ს GIGA–ს კომენტარი წაიკითხე და მიხვდები ვინაა არაბას მტერი
Emzar Duisburg
08 ოქტომბერი 2018 00:42
3
Emzar Duisburg ჩემო თანამოქალაქევ, დამიჯერე შენზე ნაკლებად არ გამიხარდება არაბას წარმატება, მთელი გულით ვგულშემატკივრობ მას,
giga
08 ოქტომბერი 2018 11:47
0
ვერ მიხვდება
კოტე
08 ოქტომბერი 2018 01:12
1
გიო შენ გაქვს უდიდესი ნიჭი, პოტენციალი, შესაძლებლობა, რავიცი პირობები, რომ გახდე უმაღლესი კლასის მოთხოვნადი ფეხბურთელი. ერთი კითხვა მაქვს რატო ინგრევ კარიერას???????? ასეთი წინდაუხედავი საქციელებით.
giga
07 ოქტომბერი 2018 22:58
1
GIGA ტთანამოქალაქეო
Emzar Duisburg
09 ოქტომბერი 2018 01:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული