მექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

AutoSharing Option
პატარა ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში ხშირია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ითვისებს. ეს ხშირად კლუბში დაბალი ხელფასითა და დაბალი სათამაშო დონით არის გამოწვეული.

არც ჩვენი მომავალი მეტოქე ანდორის ნაკრებია გამონაკლისი. ფეხბურთელები, რომლებიც ანდორის ჩემპიონატში თამაშობენ, სხვა სამსახურშიც დადიან.

SPORTALL.GE-მ მოიძია ინფორმაცია მეტოქის ფეხბურთელებსა და მათ პარალელურ პროფესიებზე.

გაბი რიერა
33 წლის თავდამსხმელია. მას ანდორისა და ესპანეთის სამოყვარულო კლუბებში უთამაშია. ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი აქვს გატანილი.
ის მექანიკოსია.

ივან ლორენცო 32 წლის ვინგერია. საფეხბურთო კლუბ "ბენაბარეს" წევრია. ის ამავდროულად სასტუმროს ადმინისტრატორია.

სასტუმროში მუშაობს 35 წლის კარლოდ ედუარდო პეპპეც. ის მიმღებში ზის და მისულ სტუმრებს არეგისტრირებს.

28 წლის ნახევარმცველი კრისტიან მარტინესი აღმზრდელობით საქმიანობას ეწევა. ის სკოლაში მასწავლებელია. ამავე პროფესიისაა 36 წლის ვეტერანი მარკ პუიოლი, რომელსაც ნაკრებში 80 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

38 წლის ლიდენფოს ლიმა კი პოლიციელია. ის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია ნაკრებში. მას 115 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის კაპიტანია.

სებასტიან გომესი, ვიქტორ მორეირა და ლუიჯი სან ნიკოლასი კი დაცვის კომპანიის წევრები არიან.

altრა გუნდია ანდორის ნაკრები? - სამოყვარულო თუ პროფესიონალური

altსაქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბიჭო ვარჯიშის მერე ჩვენი ჩემპიონატის მოთამაშეები კაზინოებში ღამის კლუბებში შარდენის ბარებში ყრიან სვამენ წევიან დაგულაობენ და ესენი დილით თუ მუშაობენ და საღამოს ვარჯიშობენ გგონიათ უფრო ცუდი რეჟიმი აქვთ? მთლად ისე ნუ შეხედავთ თითქოს მუშაობა და ვარჯიში ერთად არ შეიძლებოდეს უბრალოდ იმაზეა ყურადღება გამახვილებული რომ მაღალი დონის არც ჩემპიონატი აქვთ და არც კლასი თორე სადმე ევროპაში კაი ხელფასზე ითამაშებდნენ მაგრამ ის რო თამაში არ შეუძლიატ და უეჭველი ვინმე მოუგებს ეს ესე არაა
lasha
10 ოქტომბერი 2018 17:39
3
ელემენტარული გრამატიკა მაინც ისწავლე, რომ კაცმა დაგიჯეროს... სად არის "შარდენის" ბარებში ფეხბურთელების ადგილი??? ყველა კაფე-ბარი "მეგრანტეებით" არის გადავსებული და ოკუპირებული. მაგდენი ფული, მხოლოდ მათ აქვთ... თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თქვენც ღრმად პატივცემული, შურით და ბოღმით "გაბერილი", სტაჟიანი "მეგრანტე" ბრძანდებით...
tngh
11 ოქტომბერი 2018 11:22
2
მაქსიმალური ყურადღება გვმარტებს ამ ორ თამაშში. ეხლა წყდება I ადგილის ბედი... წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს. იმედია, კარგად დაწყებულ საქმეს, კარგადვე გააგრძელებენ. გაიხარებენ და ჩვენც გაგვახარებენ!!!
tngh
10 ოქტომბერი 2018 11:10
0
ეს ქედმაღლური დამოკიდებულება როდის უნდა მოიშალოთ ქართველმა ჟურნალისტებმა. ისე იბრიქებით გეგონებათ მსოფლიო ჩემპიონები ვიყოთ ფეხბურთში. ცოტა მეტი პატივისცემა გამოხატეთ მეტოქეების მიმართ და მოგებასაც და წაგებასაც ღირსეულად შეხვდით.
check
10 ოქტომბერი 2018 14:24
4
ცჰვენი პროფესიონალები ხო ანგრევენ რა..ეგ დონეა.
treneri
10 ოქტომბერი 2018 10:12
12
ცოა არასწორად მეჩვენება ,რომ მითომ მექანიკოსები და ტრაქტორისტები თამაშობენ გუნდში რომელსაც ყაზახეთი და ლავია ვერ უგებს...არა ლოგიკურიაა...
ვაი თქვენს პატრონს
10 ოქტომბერი 2018 13:42
3
ეს მექანიკოსები, მასწავლებლები და ტრაქტორისტები იქნებიან, მწარედ რომ დაგვამახსოვრებენ თავს. ბატონო გალაქტიონ, თქვენ სხვა გალაქტიკაზე ხომ არ ხართ. გუნდს ყაზახეთი და ლატვია ვერ უგებს და მართლა არაპროფესიონალები გგონიათ ის ხალხი? თუ არაპროფესიონალებია მართლაც, პროფესიონალური დამოკიდებულება ხომ აქვთ ფეხბურთის მიმართ ჩვენებისგან განსხვავებით
გიორგი
10 ოქტომბერი 2018 14:51
8
sxvatashoris saqaretvelos chempionatshi motamashe pexburtelebic vici sxvaganac ro mushaoben, umagles ligaze maqvs laparaki
ave
10 ოქტომბერი 2018 16:04
1
მექანიკოსი უძახე, თუ შეაგდეს ერთი ბრუციანი ბურთი მერე მაგათი ავტობუსის გაწევა და გატანა რთული იქნება
ოკ
10 ოქტომბერი 2018 13:38
2
ისე ჩვენებმაც რომ შეითავსონ ან ისწავლონ?ფეხბურთი ჭ დონის ნაკრებთან გამოსდით და ჰაა?იქნებ ხელობა რამე შეითვისონ.
Giguha
10 ოქტომბერი 2018 11:45
16
გიგუშ! არ გაინტერესებს, კაშია რა პროფესიას შეითავსებს? დღეს, თამაშის დამთავრების შემდეგ ვკითხოთ.
Gigush-ას!
13 ოქტომბერი 2018 06:45
0
თქვენ! "პროფესიონალებო"! მერე აქციაზე გაიქცევით ქართველობას გვართმევენო! როცა შენ არ ცემ შენსას პატივს, შენ არ გიყვარს შენი, იმას არ აფასებ რაც დღეს გაქვს, როცა შენვე ყიდი შენ მიწას ვიღაც გადამთიელზე, წართმეული იქნება მერე ყველაფერი, აბა რა იქნება!
ბასკი
10 ოქტომბერი 2018 10:43
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული