"ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გათავისებული გვაქვს ეგ. ჩვენ 6 ქულა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან საქმე ბოლომდე არის მისაყვანი. ყველამ ვიცით ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და საბრძოლო განწყობა", - აღნიშნა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორის ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...