ვლადიმირ ვაისი: ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა, ამიტომ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანდორასთან ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ მთელი კვირის განმავლობაში ვემზადებოდით. კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ.

ანდორის ნაკრები ორგანიზებული გუნდია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ არ წააგოს. ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის. ჩვენ ფავორიტები ვართ და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით კითხვები ყოველთვისაა. ჩვენ გვსურს, რომ ამ ფეხბურთელს დავეხმაროთ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ასევე ფედერაცია. ყველა ფეხბურთელი თვითონ აკეთებს საკუთარ
მომავალს. მან მეტი უნდა ივარჯიშოს და მოინდომოს, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. შესაბამისად, ამით არის გამოწვეული, რომ ის ახლა არ არის ნაკრებში.

ანდორა ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში. მათ ჰყავთ ნიჭიერი მწვრთნელი, რომელიც კარგად არჩევს ტაქტიკას და იცის, როგორ მოამზადოს გუნდი. ის საუკეთესო მოთამაშეა გუნდში და გამორჩეული ფიგურაა. ანდორა საქართველოში სასეირნოდ არ ჩამოსულა და თავიანთ მაქსიმუმს გააკეთებენ.

ჩვენ თავდასხმის ხაზში გვაქვს პრობლემები, ტრავმირებულია გიორგი ქვილითაია და ლევან მჭედლიძე. ამ ეტაპისთვის თავდამსხმელი არის ნიკა კაჭარავა. შეიძლება ამ პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი გამოვიყენოთ. კითხვა არ შეიძლება დავსვათ ისე, თუ რამდენი თავდამსხმელია ნაკრებში, არამედ კითხვა უნდა დაისვას, თუ რამდენი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც სწორად შეუტევს.

სამწუხაროა, რომ გიორგი ლორიას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ამაზე როგორც ფეხბურთელი, ასევე მეც ვწუხვარ. თუმცა გიორგი ლორია, თავისი დონის მიხედვით, ჩემთვის საუკეთესოა. როინ კვასხვაძე საკმაოდ ნიჭიერი და ძლიერი მეკარეა. ანალოგიურად საინტერესო ფეხბურთელია ლაზარე კუპატაძეც. თუმცა გიორგი ლორია ჩემთვის პირველია!

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ანდორასთან გამარჯვების მოპოვებაა. უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი სათამაშო ხარისხი და სწრაფი გოლის გატანა უნდა შევძლოთ. ლატვიასთნ შეხვედრაში მოედანზე 50 000 ადამიანი იყო და ვიმედოვნებ, რომ ანდორასთანაც გულშემატკივარი სტადიონზე მრავლად იქნება.

ჯანო ანანიძე 90 წუთის სათამაშოდ მზად არის. მას ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა რუსეთის თასზე. ფიზიკურად ის მზად არის. მას შეხვედრის მეორე ტაიმში უნდა ველოდოთ, თუმცა ის იმდენად ჭკვიანი ფეხბურთელია, რომ შეუძლია მცირე დროში თამაშის ბედი გადაწყვიტოს.

სამწუხაროა, რომ ნიკა კაჭარავას არა აქვს დიდი სათამაშო დრო. მე ვთვლი, რომ ნიკას შეუძლია ნაკრების დახმარება და მაგიტომ არის ნაკრებში. იქნება თუ არა პირველივე წუთებიდან კაჭარავა, ეს არ ვიცი. შეიძლება თავდამსხმელის გარეშეც ვიასპარეზოთ. ამას უკვე ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ", - აღნიშნა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს "დინამო არენაზე" საქართველოსა და ანდორის ნაკრებებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

altანდორელთა თავკაცი: საქართველოსთან მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული

altოთარ კიტეიშვილი: საქმე ბოლომდე არის მისაყვანი

altმექანიკოსი, მასწავლებელი, პოლიციელი... - ანდორის ნაკრების ფეხბურთელების პროფესიები

მკითხველის კომენტარები / 9 /
რატომღაც მგონია რომ კაჭარავას და მერებაშვილს თუ მიეცემათ შანსი ანდორასთან "დაბრდვნიან" იმ საწყლებს, რადგან ფაქტიურად უკანასკნელი შანსი აქვთ შელახული რებუტაციის აღსადგენად. თუ აქაც ვერაფერი გააკეთეს ნაკრების კარი სავარაუდოდ დიდი ხნით დაიხურება მათთვის.
უნივერსალი
13:31 13-10-2018
0
გვაჩვენებს ვაისი დღეს ტაქტიკის სკოლას. მოურინიო, კაპელო და ზიდანი ესწრებიან თამაშს რომ შეისავლონ ამ უკიდეგანო სტრატეგის ტაქტიკური სვლები
lasha
12:48 13-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული