ერთა ლიგის მე-3 ტურში ანდორასთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
"ანდორა ის გუნდია, რომელთანაც აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჩვენ მხოლოდ ამისთვის ვემზადებით. საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა, სამწუხაროდ, უახლოეს თამაშებში ლევან მჭედლიძე ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ვარიანტი დავამუშავეთ და იმედი მაქვს ამ პრობლემას აღმოვფხვრით.
ერთა ლიგის საწყის ტურებში მოპოვებული გამარჯვებები გულშემატკივარს ძალიან სჭირდებოდა, ყველას იმედი გაუჩნდა. დღევანდელი მდგომარეობით, პირველ ადგილზე ვართ და უდავო ფავორიტებად ვითვლებით.
ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მოთამშეებისთვის. თითოეულ ჩვენგანს
მათი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ანდორას წინააღმდეგ მატჩზეც მრავლად მოვლენ", - განაცხადა კაშიამ.