საქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორა 3:0 დაამარცხა.

ამ მატჩის მოლოდინი დიდი იყო. ჯერ ერთი, ერთა ლიგამ ქართველ გულშემატკივრებში იმედი გააღვივა, თანაც სტარტზე მოპოვებულმა ორმა გამარჯვებამ და მითუმეტეს იმან, რომ ანდორელთა დამარცხების შემთხვევაში ჯვაროსნები სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო განიმტკიცებდნენ.

მეტოქე გუნდის მწვრთნელმა კოლდო ალვარესმა ყაზახეთთან მიღწეული ფრის შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახთა გუნდი საქართველოზე ძლიერია, რაც უფრო ალბათ, წარმატებით გამოწვეული ეიფორიაში მყოფი კაცის ნათქვამი გახლდათ და ის რომ მართალი არ იყო, ჩვესა ნაკრებს უნდა დაემტკიცებინა. დაამტკიცა კიდეც.

ნახევრადსამოყვარულო
გუნდებში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ანდორელებს პირველ ნომრად თამაში უბრალოდ არ შეუძლიათ, დაცვაში ჩადგომით და იშვიათი კონტრშეტევებით ცდილობენ მიზნის მიღწევას და უნდა ითქვას, ეს უკანასკნელ ხანს გამოსდით კიდეც. ამდენად, მნიშვნელოვანი იყო სწრაფი გოლის გატანა, რაც თამაშს გახსნიდა და შეხვედრა ჩვენთვის სასურველი სცენარით წარიმართებოდა.

იმის გამო, რომ ზედ მატჩის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - მის ნაცვლად ნიკა კაჭარავა დააყენა სასტარტოში. მოკლედ, ვერა დ ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება. შეგახსენებთ, ოქრიაშვილის გარდა ტრავმირებულნი არიან თავდამსხმელები ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, მოწინააღმდეგე თავიდანვე მთელი გუნდით შეტევაში ჩადგა და ჩვენმა გუნდმა შეუტია. შეუტია ორივე ფლანგიდან, აქტიურად. ორი გაცუდებული მომენტის შემდეგ სტუმრებმაც მიიტანეს ჩვენს კარზე იერიში და მეკარე გიორგი ლორიას მოუწია საქმეში ჩართვა. ერთი სიტყვით, ანდორა თავს უნარიანად იცავდა და სწრაფი გოლის გატანა ვერ მოხეხრდა.

26-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკის ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ასცდა. 30-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებისას ბურთი კარში საბა კვირკველიამ თავით დაარტყა და გოლკიპერმა გადარჩინა თავისი გუნდი და 31-ე წუთზე ლოგიკური გოლიც გავიდა - ვაკო ყაზაიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

ჯვაროსნებმა შეტევები გააგრძელეს, ნავალოვსკის თავური ოდნავ ასცდა კარს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები აგებდნენ, მეორე ტაიმშიც დაცვაში ჩადგნენ, ვინაიდან სხვაგვარად თამაში არ შეუძლიათ და კაკაბაძე - კიტეიშვილის კომბინაცია კანკავას თავურით და კიპერის შესანიშნავი რეაქციით დასრულდა.

ჩვენი გუნდის უპირატესობა უდიდესი იყო, მეტოქე თავგანწირვით იცავდა თავს, კუთხური კუთხურს მოსდევდა. ამის მერე თამაშის ტემპი დაეცა, სანახობრივი მხარეც და ვაისმა ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე ტრავმამორჩენილი ჯანო ანანიძის შეყვანა გარისკა.

84-ე წუთზე ყაზაიშვილმა კვეკვესკირის ჩინებული პასით მეორედ დალაშქრა გომესის კარი, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი კანკავამ კაკაბაძის გადაცემა გამოიყენა, მესამე გოლი გაიტანა და - 3:0.

ასე და ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ერთა ლიგაზე სამივე შეხვედრა მოიგო, მდევრებს 7 ქულით გაექცა და თან გოლიც არ გაუშვია. ვერაფერს იტყვი, ჩინებული შედეგია.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ანდორა 3:0
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (31), 2:0 ყაზაიშვილი (84), კანკავა (90+4)
გაძევება: ვიეირა (90)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, კიტეიშვილი (ანანიძე 68), ჩაკვეტაძე (ჭანტურიშვილი 89), კაჭარავა (გვილია 81)

ანდორა: გომესი, მარტინესი, უოლესი, რებესი (პუიოლი 78), ლიმა, ვიეირა, სან ნიკოლასი, ცერვოსი, მ. რუბიო (ჯ. რუბიო 88), ლოვერა (გარსია 44), როდრიგესი

altსაქართველოსა და ანდორის ნაკრების ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
ამწუთას ვესაუბრე გელა ნუგზარაშვილის დედას ქალბატონ ნარგიზას. მითხრა, რომ გელა სანაკრებოდ მზადაა. ვაისი სად იყურება? ვერ ხედავს ამ ფეხბურთელს?
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:35
11
გელა ნუგზარაშვილის საგოლე ალღო ლატვიასთან საჭიროა. დარწმუნებული ვარ ანდორასაც გაუტანდა რომ ყოფილიყო.
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:32
12
მოკლეთ კაჭარავას ვერ ელევა ვაისი, ადრე, რომ შეეცვალა ან არ ეთამაშებინა მინიმუმ 5:0 დამთავრდებოდა. ჯერ იყო დვალიშვილი ვერ მოვიშორეთ ეხლა კაჭარავა.
x.x
13 ოქტომბერი 2018 23:28
5
იმედია შემდეგ თამაშზე ვიხილავთ გელა ნუგზარაშვილს ძირითადში
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:23
10
საშაყიროს ვერაფერს ვერ ვხედავ. გელა ნუგზარაშვილი უნდა მიიწვიონ დროზე ნაკრებში
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:21
19
არ ვიცი და მართლა მაინტერესებს რა პონტია ეს გელა ნიგზარაშვილზე ღადაობა?ვინ არის საერთოდ ან საიდან მოიტანეთ?ან აქ რა შუაშია საერთოდ იქნებ ამიხსნათ ვინმემ.
მადლობა წინასწარ :-):-) :-)
RUS-777
13 ოქტომბერი 2018 23:13
3
არაფერი ისეთი,ვიღაც ვითომ ღადო გაიჩითა და ეს დღეებია ტვინი მო...ნა ამ თავისი ვითომ იუმორით და გელა ნუგზარებით:)
BBB
14 ოქტომბერი 2018 00:04
1
გელა ნუგზარაშვილი ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეა. გამოადგება ნაკრებს. ახლა ლაციოში თამაშობს.მამამისიც კარგი ფეხბურთელი იყო. გაგონილი გექნებათ მაიზერ ნუგზარაშვილი.
გიორგი
14 ოქტომბერი 2018 00:04
17
ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ გელა ნუგზარაშვილის ნაკრებში გამოძახება!. ასეთი დონის ვარსკვლავი, როგორიც გელა ნუგზარაშვილია, ბევრი არაა ევროპაში.
თუ ვაისმა გელა ნუგზარაშვილი ლატვიასთანაც არ გამოიძახა, საპროტესტო აქცია უნდა ჩავატაროთ ფედერაციასთან!!.
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:11
17
ვინ არის გელა ნუგზარაშვილი?! პირველად გავიგე ამ კომენტარებიდან ასეთი ფეხბურთელი რომ არსებობს საერთოდ. ლაციოს რომელ გუნდში თამაშობს გელა? რამდენი წლისაა? ხუმრობთ?
ლუკა
14 ოქტომბერი 2018 06:41
1
გელა ნუგზარაშვილს რატომ არ იძახებს ვაის? ნუგზარაშვილი ლაციოს ერთ-ერთი ლიდერია და ნაკრებს არ იმსახურებს?
გიორგი
13 ოქტომბერი 2018 23:05
19
რა გინდათ, ბორჯომ-ბაკურიანის რაიონის ტოლაა ანდორრა.
ძალიან მედგრად იცადნენ თავს.
თუმცა ჩვენებმა ტოტალური ფეხბურთი ითამაშეს, ქება და დიდება ჰოლანდიელებს, რომლებმა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "ტოტალური თამაში" შემოიღეს. ყოჩაღ კანკავა და რა თქმა უნდა ყაზაიშვილი.
55
13 ოქტომბერი 2018 22:47
4
გილოცავთ ყველას ეს მოგება უფრო დასაფასებელია იმის გამო რომ 11 კაცი დაცვაში უბრალოდ წარმოუდგენლად რთულია მოგება თან სამი ბურთით.წარმატებები ჩვენ ბიჭებს ლატვიასთანაც!ოქრის მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
დდდ
13 ოქტომბერი 2018 22:28
1
ვის მოუგეს? გერმანიის ნაკრებს? ჰაააააააა ჰაააააააააააა ჰაააააააააააააა, რა დონემდე დაგორდით?
41
15 ოქტომბერი 2018 09:36
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული