ვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

AutoSharing Option
ერთა ლიგის მესამე ტურში ანდორას განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტების კითხვებს ხალისიანად უპასუხა.

" როგორც ველოდით, კარგი თამაში გამოვიდა. ძნელია კარგად ორგანიზებული, მთელი გუნდით კარში ჩამდგარი გუნდის წინაღმდეგ თამაში, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და დღეიდან უკვე ვიწყებთ მზადებას შემდეგი მატჩისთვის, ჩვენ სამ დღეში ლატვიაში გვაქვს მნიშვნელოვანი დაპირისპირება.

ოქრიაშვილმა გუშინდელ ბოლო ვარჯიშზე მიიღო ტრავმა, ბოლო მომაცემებით ის ორი კვირა ვერ ითამაშებს. სამწუხაროა ეს ფაქტი, ოქრიაშვილი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რიგ მომენტებში.

სასიხარულოა ჯანო ანანიძეს დაბრუნება, ჩვენ მას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, ორი მნიშვნელოვანი პასი გააკეთა. მე ვიმედოვნებ, რომ ის მოახერხებს სასურველ ფორმაში შესვლას და შეძლებს ითამაშოს მთელი მატჩი, როგორც საკვანძო ფეხბურთელმა.

მხოლოდ ორი დღეა შემდეგ შეხვედრამდე მოსამზადებლად, თავისთავად იქნება ცვლილებები, ეს გამოწვეულია ზოგიერთი ფეხბურთელის დაღლილობისგან და შემდეგი მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

ვაკო ყაზაიშვილს თამაშამდე ვუთხარი, რომ ორი გოლი უნდა გაეტანა და მან ესე გააკეთა. ის ფეხბურთელია, რომელსაც ძალუძს მატჩის ბედის გადაწყვეტა. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, მას გული საქართველოსთვის უცემს და ის ძალიან კარგი კაპიტანია.

ნიკა კაჭარავასგან დღევანდელ შეხვედრაში მეტს ველოდი, ის ცდილობდა კონკრეტულ ეპიზოდებში მეტი გაეკეთებინა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა გოლის გასატანად. მე შეიძლება შემდეგ შეხვედრაში კიდევ ერთი ფორვარდი გამოვიძახო, ეს შეიძლება იყოს ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი. თუმცა, ასევე შესაძლოა სხვა ფეხბურთელი იყოს,  საბოლოო გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა კონკრეტული ფეხბურთელების სათამაშო კონდიციებზე ინფორმაცია მექნება.

ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომელი ფეხბურთელი გაიტანს გოლს, მთავარია მეტოქის კარი ავიღოთ. მინდა აღვნიშნო, რომ  კმაყოფილი ვარ გიორგი ლორიას კარგი თამაშით. "

altანდორელთა თავკაცი: საქართველო იმსახურებს ერთა ლიგის მოგებას

altთორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო და საქართველოს ნაკრებს ვერ დეხმარება

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა

მკითხველის კომენტარები / 60 /
სასწრაფოდ მივმართოთ პარლამენტს, რომ საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს ნაკრებში დვალიშვილის გამოძახება, თორემ სხვა გზა, როგორც ვხედავთ არ არის!
ვისაც არ გინდათ დვალიშვილი ნაკრებში იხილოთ, ყველანი ხვალ პარლამენტის წინ ვიკრიბებით 11 საათზე და ვითხოვთ საკანონდებკლო ცვლილებას (საკონსტიტუციო შესწორებას), რომ აიკრძალოს მისი ნაკრებში გამოძახება.

კოტე
23:01 13-10-2018
6
რა ბუდუ ან დვალიშვილი გაბედავა ხომ არ დაგავიწყდათ ბომბარდირია ეროვნული ლიგის რა ლოგოკით გინდათ გამოძახება ზივზივაძის?! პირველ რიგში საქართველოს ჩემპიონატიდან ვინც გამოსაძახებელია გაბედავაა და არა ზივზივაძე!!! მგონი პროფესორობა არ ჭირდება ამას
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული