საქართველოს ნაკრების შესანიშნავი სტატისტიკა - ბურთის ფლობა, პასის სიზუსტე, კუთხურები...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში ანდორას ეროვნული ნაკრები 3:0 გაანადგურა. ამ შეხვედრაში კიდევ ერთი ფაქტორი იყო აღსანიშნავი, საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა, რაც ხშირად არ ხდება.

საქართველოს ნაკრებმა 23-ჯერ დაარტყა კარების მიმართულებით, მათგან 7 ზუსტად წავიდა, 8 კარებს მიღმა და 7 დაიბლოკა. ანდორის ნაკრებმა 4-ჯერ სცადა კარში დარტყმა და მხოლოდ ერთხელ ზუსტად.

საქართველოს ნაკრებმა ძალიან ბევრი კუთხური ჩამოაწოდა, სამწუხაროდ ამ კომპონენტის გამოყენება ვერ შევძელით. ჯვაროსნებმა 12 კუთხური ჩამოაწოდა, მეტოქეს კი არცერთი არ მოუწოდებია.

ნაკრების ისტორიაში ბურთის ფლობაში შეიძლება
რეკორდული მაჩვენებელიც კი გვქონდა, სამწუხაროდ ამის სტატისტიკა არ არსებობს. ქართველი ფეხბურთელები 77%-ით ფლობდნენ ბურთს, რაც მისასალმებელი და სასიამოვნო ფაქტორია.

უფრო მნიშვნელოვანი ფაქტი კი პასის სიზუსტეა, ჩვენმა ნაკრებმა 625 პასიდან 565 სწორად დაარიგა, რაც სიზუსტის 90%-ია. მეტოქემ 153 პასი გასცა და აქედან 94 ზუსტად, რაც 61%-ია.


altვლადიმირ ვაისი: შესაძლოა ბუდუ ზივზივაძე ან ვლადიმერ დვალიშვილი გამოვიძახო

altანდორელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მოგებას იმსახურებს

altსაქართველოს ნაკრებმა ანდორა გაანადგურა და ერთა ლიგაზე მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ხმაური ატეხეს ჭ კლასელებმა?
333
15 ოქტომბერი 2018 09:33
0
23-ჯერ თუ დაარტყეს, 7+8+7 22 გამოდის გალაქტიონ :)
odala
15 ოქტომბერი 2018 08:24
0
კარები არა ჭიშკარი :)) კარი ბიძია-ბაბუა, კარი.
odala
15 ოქტომბერი 2018 08:23
0
ანდორას რომ 3:0-ს რის ვაი ვაგლახით მოუგებ და იმას 'განადგურებას' უწოდებ :(
odala
15 ოქტომბერი 2018 08:17
0
კაი ცალკარა თამაში იყო! ქვილითაია გვაკლდა და ერთ 8-0-ს გავარღვევდით ამ კოლმეურნეების ნაკრებს!
ცალკარა 3-0!
14 ოქტომბერი 2018 14:10
3
საბავშვო ბაღის გუნდს სკოლის გუნდმა მოუგო!
რა დონეზე ვართ!
14 ოქტომბერი 2018 14:00
43
სწორი შეფასებაა
vax-vax
15 ოქტომბერი 2018 10:29
0
10 კაცით (კაჭარავას არ ვთვლი) სამი ბურთი გავიტანეთ და გინდ არქიფო იყოს ეხლა და გინდ თაბაგარი!
ვანო
14 ოქტომბერი 2018 13:43
8
ვაი რა დღეში ვართ ანდორასთან სტატისტიკას საოცარს ვუწოდებთ!?
კობიაშვილი-არქიფოა სეთური და ვაისი კიდევ-თაბაგარი!
14 ოქტომბერი 2018 13:31
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული