ჩვენები დახვდნენ - საქართველოს ნაკრები რიგაში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლატვიაში ჩავიდა. რიგის საერთაშორისო აეროპორტში ნაკრებს ადგილობრივი ქართული სათვისტომოს წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიას შეხვდება.

ვლადიმირ ვაისმა რიგაში 23 ფეხბურთელი წაიყვანა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი), სოლომონ კვირკველია (მოსკოვის ლოკომოტივი), დავით ხოჭოლავა (შახტარი), გურამ კაშია (სან ხოსე), ლაშა დვალი (პოგონი), გიორგი ნავალოვსკი (მინსკის დინამო), ჯიმი ტაბიძე (უფა)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე ტობოლი), გიორგი აბურჯანია (ლუგო),
ვაკო გვილია (ლუცერნი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი), ლუკა ზარანდია (არკა), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავის სპარტაკი)

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი)

ჩვენი დროით 20:30 საათზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 21:00 საათზე - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ღიაა საწყისი 15 წუთი).

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი სტატიაა! ყოვლისმომცველი.
ნათია
15:44 15-10-2018
0
მობილურში აქვთ ლატვიის თამაში ჩაწერილი და როგორ განიხილავენ.. :დ
ქუთაისელი
17:22 15-10-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული