"სამწუხაროდ, ჩვენი მდგომარეობა ჯგუფში მძიმეა, ჩვენ თითქმის აღარ დაგვრჩა შანსი. ლატვიის ნაკრები ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის გამოდის. საქართველოსთვის ყველაფერი იდეალურად აეწყო, სამიდან სამი გამარჯვება, მათ ერთი გოლიც არ გაუშვიათ.
ეს ძალიან კარგი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ევროპის წამყვან გუნდებში თამაშობენ. მათ ჰყავთ ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, რომელსაც შეუძლია გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის განაწყოს.
ნუ უყურებთ რეიტინგს, საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. არ მითხრათ, რომ ეს ყველა
საკუთარ კედლებში ჩვენი გულშემატკივრის წინაშე აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება. ამიტომაც მოგვიწევს, განსხვავებულად ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში თბილისში.
რამდენიმე დღის წინ ყაზახების წინააღმდეგ მძიმე მატჩი ჩავატარეთ და უფრო რთული შეხვედრა გველის ხვალ.
ვიცით, რომ ახლახან საქართველოს ნაკრებს ჯანო ანანიძე დაუბრუნდა, რომელიც მუდმივად ტრავმირებულია. ის დიდი ძალაა მეტოქისთვის, მაგრამ მათ, როგორც გუნდს, ისე ვაფასებთ და არა, როგორც კონკრეტულ ფეხბურთელს.
თუმცა ლატვიის ნაკრები აუცილებლად გამარჯვებისთვის ითამაშებს და შეეცდება, პირველი სამი ქულა მოიპოვოს. ჩვენ ვიცით, რომ ამ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს გოლი არ გაუშვია. ჩვენ ეს უნდა მოვახერხოთ".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს რიგაში ქართველი ქომაგები დახვდნენ [VIDEO]
საქართველოს ეროვნული გუნდი ამ სანაკრებო უფსკრულიდან უნდა ამოვიდეს