ოთარ კაკაბაძე: ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ ლატვიასთან ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"ყველამ ვიცით, რომ ლატვიას სამი ქულა სჭირდება, ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ისინი შემტევი ფეხბურთის თამაშს შეეცდებიან.

თუმცა მაინც მგონია, რომ ისევ ისე გვეთამაშებიან, როგორც თბილისში, ჩაჯდებიან დაცვაში და შეეცდებიან, პატარ-პატარა საგოლე მომენტები შეგვიქმნან.

რა თქმა უნდა, რთული თამაში იქნება და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, რიგაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: საქართველოს ნაკრებმა დაუგავა არენაზე

ივარჯიშა

altგურამ კაშია: იმედი მაქვს ხვალ ლატვიის ნაკრები შემტევ ფეხბურთს ითამაშებს

altვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული