ვასილ მაისურაძე: ლატვიასთან მატჩში აუცილებლად გვჭირდება სწრაფი გოლი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთად ლატვიაში 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც იმყოფება.

ჩვენ მას საქართველოს ნაკრების მომავალ მატჩზე ვესაუბრეთ.

- ბატონო ვასილ, როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა?
- მოგეხსენებათ, რაოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი მატჩი, სტუმრად გამარჯვება არ არის იოლი. ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს მატჩი მოვიგოთ. ჩვენი ნაკრები კარგად შეკრულია, ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და ის საბრძოლო განწყობა, რაც არის, წარმატებას მოგვიტანს.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, ჯგუფური ეტაპი ექვსი მოგებით დაასრულოს?
- რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად
გვექნება ამის შანსი. ვფიქრობ, რომ ლატვიასთან მატჩი განმაპირობებელი იქნება იმისა, რომ სახლში ყაზახეთი დავამარცხოთ და გასვლაზე ანდორას მოვუგოთ.

- ამ ფორმაციის ნაკრების ლიდერად ვის მიიჩნევთ, ვის შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს?
- თავს შევიკავებ ლიდერის დასახელებისგან. მე ვფიქრობ, რომ არიან ამ ფორმაციის ნაკრებში ასეთი ფეხბურთელები, თუნდაც ჯანო ანანიძე, რომელსაც აქვს დიდი სანაკრებო გამოცდილება. უკანა ხაზშიც გვყავს გუნდის ლიდერები და მათ შეუძლიათ, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტონ. თუმცა ამ ეტაპზე გამოვყოფდი იმას, რომ გუნდი ერთიანია და მწვრთნელის დავალებებს პირნათლად ასრულებენ.

- ლატვიამ თბილისში ე.წ. ავტობუსი გვეთამაშა. რას ფიქრობთ, დღეს უფრო შემტევ ფეხბურთს აჩვენებენ?
- დღესაც ალბათ მეორე ნომრად ითამაშებს ლატვია, საკუთარ თამაშს კონტრშეტევებზე ააწყობს. რთული შეხვედრა იქნება და დამაგვირგვინებელ ფაზაში უნდა გაგვიმართლოს. გოლის გატანის შემდეგ გაიხსნება გუნდი და შემდეგ მეორე გოლის გატანის უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. აუცილებლად გვჭირდება სწრაფი გოლი.

- ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ვის თვლით ყველაზე რთულ მეტოქედ?
- მაკედონიას გამოვარჩევ. მოგეხსენებათ, ერთი მატჩი იქნება ნახევარფინალში და ამ ერთ შეხვედრაში ორივე გუნდს აქვს შანსი. ბევრი ფიქრობს, რომ ადვილია ამ 16 ნაკრებში პირველ ადგილზე გასვლა, თუმცა ეს ასე არ არის. მე ვფიქრობ, რომ ფინალურ ეტაპზე ორი მატჩი მაინც უნდა ყოფილიყო, რადგან ერთ შეხვედრაში საკმაოდ რთულია გამარჯვებულის გამოვლენა.

altLIVE ბლოგი ლატვიიდან: საქართველოს ნაკრებმა დაუგავა არენაზე ივარჯიშა

altვლადიმირ ვაისი: ჩვენ ლატვიაში 3 ქულისთვის ვართ ჩამოსულები

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლატვიამ ავტობუსი გვეთამაშა - როგორი ქართულია? :)))
Odala
21:54 16-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული