ბრწყინვალე გამარჯვება და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში სტუმრად ლატვია გაანადგურა (3:0) და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა, ის ფეხბურთელები დატოვა სათადარიგოთა სკამზე, რომლებმაც თავი ანდორასთან მატჩში კარგად წარმოაჩინეს. თუმცა, ყოველივე ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ნათელი შეიქნა, რომ მისი არჩევანი სწორი გამოდგა.

მასპინძლებს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროებოდათ, დაცვითი თამაშის საშუალება არ ჰქონდათ და ამან ჩვენს ეროვნულ გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნა.

თამაში ჯვაროსნების შეტევებით დაიწყო,
დებიუტში მერებაშვილის ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში მეტოქის მცველს ხელზე მოხვდა, პენალტი კი ყაზაიშვილს მეკარე ვანინსმა აუღო.

თუმცა, ჩვენმა გუნდმა იერიშები გააგრძელა და კანკავამ მალე შორიდან დარტყმით ანგარიში გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშიც გახსნა და რაც მთავარია, კლასით მეტოქეს სჯაბნიდა. სჯაბნიდა გადახალისებული შემადგენლობითაც, ნომინალური თავდამსხმელის გარეშეც.

მასპინძლები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ, მე-20 წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე გვილიას მცველმა იაგოდინსკისმა დაასწრო და მისი თავური ოდნავ ასცდა მიზანს.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შეტევები მინავლდა და თამაში გათანაბრდა. მხოლოდ დროებით. 29-ე წუთზე ჩაკვეტაძემ გვილია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, 2:0 და ფაქტიურად მატჩის ბედიც გადაწყდა.

შესვენების შემდეგ თამაში ვაისის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და შესანიშნავი გარღვევის მერე ჩაკვეტაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა გოლგაუშვებლად მეოთხე მატჩიც მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა. ვერაფერს იტყვი, ჩვენმა გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და ოპონენტებს კრიტიკის მინიმალური საფუძველიც კი არ დაუტოვა.

რიგა. "დაუგავა"
ლატვია - საქართველო 0:3
გოლები: 1:0 კანკავა (8), 0:2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (61)
გამოუყენებელი პენალტი: ყაზაიშვილი (5)

ლატვია: ვანინსი, იულევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაკსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკანეუნიკსი 70), გუტკოვსკისი (საბალა 70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კვეკვესკირი, კანკავა (აბურჯანია 34), მერებაშვილი (ჯიღაური 80), გვილია, ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი

altპუტინ ხუილო! - ქართველი და ლატვიელი ფანების ერთობლივი შეძახილი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 68 /
ავოეეე. გელა ნუგზარაშვილი ბოლო წუთზე ერთიც შეაგდო...
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:12
31
gavicinet gveyo
შაკო
17 ოქტომბერი 2018 09:29
0
ჩაკვეტაძე ჩვენი უდიდესი იმედია!!!
მერებაშვილი...
მადლობა ბიჭებს ჩვენი გახარებისთვის!!! იმედია მთავარ მიზანს მივაღწევთ.
შალვა 73
17 ოქტომბერი 2018 01:09
0
მერებაშვილი უდიდესი ატალანტი
David
17 ოქტომბერი 2018 02:30
7
ჩაკვეტაძე ორივე შემთხვევაში ისე მოქმედებდა რასაც ჰქვია 'ვერ ისწავლი'. მაღლიდან აქვს ბოძებული ეგ ნიჭი. ვუსურვებ ბოლომდე განავითაროს და გამოიყენოს ეგ ნიჭი. კარგი ბიჭია ძალიან-იზავს!
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:09
0
კანკავაზე აუგი არ გამაგონოთ ვაი გულშემატკივრებო.ბრავო ბიჭებს!!!
ბაჩო
17 ოქტომბერი 2018 01:08
1
გელა ნუგზარაშვილი ტალანტია!!!@
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:03
33
ამ დღეს ველოდი მოვესწარ,ვიცინი აღარ ვტირი მე!!!
გეორგიუსი78
17 ოქტომბერი 2018 01:01
0
მიდი გელა. შენ ხარ ნაკრების იმედი
.
აუ რა გოლი ჩასვა გელა ნუგზარაშვილმა..
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:01
27
გოოოლ...გელა ნუგზარაშვილმა კიდევ ერთი დეაგდო..
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 01:00
39
ეგრე რამ დაგბოღმა?
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 14:13
0
მაინც არამდენი გადაგიხადა გელა ნუგზარაშვილმა ასე, რომ აქებ? ყველაფერი ფულზე არ იყიდება, აქ სამშობლოს ღირსებაშია საქმე!
kote
17 ოქტომბერი 2018 01:09
6
გელა ნუგზარაშვილი ნაკრების იმედი და მომავალია. ჩაკვეტაძესაც აჯობებს.
გიორგი
17 ოქტომბერი 2018 00:59
36
გილოცავთ ყველას, ასე უნდა გავაგრძელოთ, ყოჩაღ ვაისს! თუმცა მერება ...
ირაკლი
17 ოქტომბერი 2018 00:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული