ვლადიმირ ვაისი: ეს ქართულ ფეხბურთში ახალი ეტაპია!

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეოთხე ტურში ლატვიის განადგურების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

" რა თქმა უნდა, ვიცი, გახარებულია ქართველი ხალხი და ყველა გულშემატკივარი. მინდა, ყველას მივულოცო ეს წარმატება, ეს საერთო გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის დღევანდელი მატჩი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და გაწეული სამუშაოს ნაყოფი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის.

ჩვენ წინ გველოდება აგრეთვე მნიშვნელოვანი მატჩები, სადაც
უნდა დავაგროვოთ ქულები, რათა შევძლოთ რეიტინგში წინსვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის და სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე განთესვისთვის. "

P.S ქართველი ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ჩვენ ვლადიმირ ვაისს აღარ დავუსვით კითხვები, რადგან შედეგით ყველაფერი ნათქვამია, სლოვაკ სპეციალისტს მივულოცეთ გამარჯვება და წარმატება ვუსურვეთ. 

ვლადიმირ ვაისმა კი საპასუხოდ განაცხადა: "მე ამ პერიოდის განმავლობაში ქართველი ჟურნალისტებისგან ვგრძნობდი თბილ დამოკიდებულებას, ამავდროულად ქართველი ხალხისგან და ეს არის საერთო წინსვლა, ეს არის ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ.

დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჯერ იმიტომ არი დასაფასებელი ვაისი რომ ამ ჯგუფში არ გაგვაბანძა!
და საერთოდ ეტყობათ ბიჩებს ვაისის ხელი! ვულოცავ მტელ საქართველოს
ეს უნდა იყოს დასაწყისი ჩვენი აგმასვლის!!!
joni
05:57 17-10-2018
1
ჩაკვე, ყოჩაღ ბიჭო!!!
რა კაი ბიჭია
Ivan
01:35 17-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული