ESPN-ის ჟურნალისტი: გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ეს შეძლო...

AutoSharing Option
ავტორიტეტული სპორტული გამოცემის, ESPN-ის ჟურნალისტი და მიმომხილველი ენდრიუ ბისლი D დივიზიონის შესახებ საუბრისას საქართველოს ნაკრებსაც შეეხო და ჩვენი გუნდი შეაქო.

ჟურნალისტის თქმით, საქართველოს ნაკრებს ყაზახეთსა და ლატვიაზე მეტად სურს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.

"გამიკვირდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა ასე სწრაფად გაიფორმა. უფრო დიდ კონკურენციას ველოდი. ფაქტია, რომ ყაზახეთმა და ლატვიამ მნიშვნელოვან ტურნირზე ძალები არ დახარჯეს. არ ველოდი, რომ რომელიმე გუნდი ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილს გაინაღდებდა. როგორც ჩანს, საქართველოს მათზე მეტად სურს ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ვფიქრობ, D დივიზიონის ვერცერთი გუნდი
გაივლის საკვალიფიკაციო ეტაპს. ამიტომ ეს კარგი შანსია." - განაცხადა ESPN-ის ჟურნალისტმა ენდრიუ ბისლიმ.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან გამარჯვების (3:0) შემდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ადგილი ორი ტურით ადრე გაინაღდა.

alt10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ლატვიასთან მატჩში

altსაქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის 1.5 მლნ ევროს მიიღებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
რას ქვია ძალები არ დახარჯეს ლატვიამ და ყაზახეთმა, მე მგონი რაღაც არასწორად გვაწვდით ინფორმაციას,აბა სად უნდა დაეხარჯათ ძალები თავიანთ სოფლის ჩემპიონატზე? საინტერესოა ძალიან!
კაჯი
20:39 18-10-2018
0
ESPN და ზოგადად ამერიკული სპორტული მედია ფეხბურთის ცოდნით ნამდვილად არ გამოირჩევა. საერთოდაც, გამიკვირდა, რომ ერთა თასზე და თან D დივიზიონზე გააკეთეს კომენტარი. ფეხბურთს თუ მიმოიხილავენ, დიდ ბიჭებზე საუბრობენ ძირითადად, ისიც იშვიათად.
odala
19:19 18-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული