დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს 55 გუნდი. ეს გუნდები გადანაწილდებიან 10 ჯგუფში. 5 ჯგუფი იქნება 5-გუნდიანი, დანარჩენი კი 6-გუნდიანი.
პირველად ისტორიაში, კენჭისყრისას კალათები გადანაწილდება უეფას ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით. ამავდროულად, წინასწარვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის A ჯგუფში მონაწილე გუნდების 4 ნახევარფინალისტი აუცილებლად იქნება 5-გუნდიან ჯგუფში.
ამ დროისთვის მდგომარეობა ასეთია:
ერთა ლიგის პირველ ოთხეულში ან პირველ კალათაში იქნება: ბელგია, საფრანგეთი, ერთა ლიგის პირველ ოთხეულში, პირველ კალათაში ან მეორე კალათაში იქნება: ხორვატია, ინგლისი, ჰოლანდია.
პირველ ან მეორე კალათაში იქნება: გერმანია, ისლანდია, პოლონეთი.
მეორე კალათაში იქნება: ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუსეთი, უკრაინა, უელსი.
მეორე ან მესამე კალათაში იქნება: ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ჩრდილოეთი ირლანდია, ირლანდია, სლოვაკეთი, შვეიცარია, თურქეთი.
მესამე ან მეოთხე კალათაში იქნება: ალბანეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, შოტლანდია, სერბეთი.
მეოთხე კალათაში იქნება: ლიეტუვა და სლოვენია.
მეოთხე ან მეხუთე კალათაში იქნება: საქართველო, ლუქსემბურგი.
მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, გიბრალტარი, კოსოვო, მაკედონია.
მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: ანდორა, ფარერების კუნძულები, ყაზახეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო.
მეოთხე თუ მეხუთე კალათა საქართველოს - რა შანსები გვაქვს?
მეოთხე კალათაში იქნებიან ის გუნდები, რომლებიც რეიტინგში 31-40 პოზიციას იკავებენ, ანუ სიტუაცია ასეთია: A, B და C ლიგაში გადანაწილებულია საუკეთესო 39 გუნდი და D ლიგაში მყოფი ერთი გუნდი მოხვდება მეოთხე კალათაში.ამ დროისთვის საუკეთესო D ლიგაში საქართველოს ნაკრებია. ჩვენი ნაკრები თუ ორ შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულას მოიპოვებს, მას ვერავინ შეეცილება. სხვა შემთხვევაში მეხუთე კალათაში იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებს 15 ნოემბერს, სტუმრად ანდორასთან გამართავს და 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.
ბლექჰედების სასახლე, მოტორმუზეუმი, ქუჩის მუსიკოსები, ანუ მეორე დღე რიგაში
10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ლატვიასთან მატჩში