საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ წაიწია და 1265 ქულით 92-ე პოზიციაზეა.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა ოქტომბერში ერთა ლიგის ორი მატჩი გამართეს. ჯერ საქართველოს ნაკრებმა "დინამო არენაზე" ანდორას 3:0 სძლია, ხოლო შემდეგ სტუმრად ლატვია ასევე 3:0 დაამარცხა.
რეიტინგს ბელგიის ნაკრები ლიდერობს, რომელიც აქამდე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იყოფდა პირველ ადგილს. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს უეფას ერთა ლიგაზე, ყაზახეთი 117-ეა, ლატვია 132-ე ადგილს იკავებს, 133-ეა ანდორა.
1(1). ბელგია - 1733
2(1).
3(3). ბრაზილია - 1669
4(4). ხორვატია - 1635
5(6). ინგლისი - 1619
6(5). ურუგვაი - 1617
7(7). პორტუგალია - 1616
8(8). შვეიცარია - 1598
9(9). ესპანეთი - 1594
10(10). დანია - 1584
92(93). საქართველო - 1265
117(118). ყაზახეთი - 1166
132(131). ლატვია - 1111
133(128). ანდორა - 1109.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთი, ანდორა და ლატვია დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფის მოგებისთვის 1.5 მლნ ევროს მიიღებს