ბელგიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე "შარლერუა" 2:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში დუბლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეასრულა. მან გოლები 36-ე და 48-ე წუთებზე გაიტანა.
გიორგიმ ქვეყნის პირველობის 12 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მან ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი.
"გენტმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო, 20 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 ოქტომბერს სტუმრად "მუსკრონს" ხვდება.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს "გენტის" მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე გადააყენეს და მის ნაცვლად 48 წლის დანიელი იეს ტორუპი დანიშნეს.