ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
გუნებაწამხდარი ვარ, თუმცა ყველეფრის გათვალისწინებით მოსალოდნელიც იყო... ვინმემ მითხრას ასეთი თამაშის შემდეგ, თუნდაც რომ მოგვეგო, რაიმე ოპტიმიზმის საბაბი გვაქვს?... ვაისის კვალიფიკაციის შეფასება ბოლოსთვის გადავდოთ.... 3-4 ბიჭის გარდა, სხვებს( ნაკრებსაც) რაიმეს მიღწევა გაუჭირდებათ..??!!
გუსანი
16 ნოემბერი 2018 02:05
1
ეს არაფერი, ის კი ნამდვილად ვიცი ყაზახეთს დაადუღებენ.
ტაბიძემ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ცხადია ლორიაც არაა ფორმაში და არაბულმაც ვერაფერი გააკეთა, ნუ კაჭარავაზე აღარაფერს ვამბობ. დღეს კიტეიშვილი და კაკაბაძე საუკეთესოები იყვნენ, ჩაკვეტაძეს ეტყობოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მაინც, თუმცა შეეგუება. ყაზახეთთან კი ვუგულშემატკივროთ ნაკრებს და ერთად ვიმღეროთ ჰიმნი
დიმა
16 ნოემბერი 2018 01:50
3
ბოჭოო სისულეელეებს ნუ აკომენტარებთ რაა.1 გოლი გაუვარდა შემთხვევით ანდორას ეგეც ლორიას ბრალი იყო.მითუმეტეს გასულები ვართ 1 ადგილით და 99 პროცენტით 4 კალათაში ავალთ.ფეხბურთია და ხშირადტყდება თამაშები და ესეც გატყდა რაგბი ხო არაა არა რო ყველაფერი ლოგიკურად დაჯდეს.რა არ გინახავთ გატეხილი თამაშებიი.მასე ესპანეთს მოვუგეთ თამაში თან მაგ გუნდს 1 კვირის წინ რუმინეთთან ქონდა წაგებული 5 0
Buxrika
16 ნოემბერი 2018 12:46
18
იცით ეხლა რა მაფიქრებს?ვაი და ყაზახეთს ვერ მოვუგოთ მერე?ხომ შეილება რომ D ლიგის სხვა ორმა გუნდმა უკეთესი შედეგი დადოს?აგერ ბოლორუსმა ლუქსემბურგს მოუგო და 11 ქულა აქვს უკვე თანაც ბურთები 8:0-ზე და ბოლო ტურში სან მარინოს ეთამაშება და მოუგებს,დააგროვებს 14 ქულას.იქეთ მაკედონიას აქვს 9 ქულა და 2 ისეთი თამაში დარჩა 99,9 %-ით ორივეს მოიგებს და ესეც შენი 15 ქულა და რა გამოვიდა?ის რომ ვერ მოგების (ღმერთმა დაგვიფაროს)შემთხვევაში ჩვენ და ბელორუსს ორივეს გვექნება 14 ქულა,მაკედონიაც გვჯობნის და სავარაუდოდ 2 და მეტი ბურთით თუ დაამარცხა ბელორუსიამ სან მარინო ბელორუსიაც გვაჯობებს.ძალით გავირთულეთ საქმე.
რიგითი გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2018 11:34
0
დაბლოკავენ ალბათ, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ვაისი რუსეთში მუშაობისას ჩაწყობილ თამაშებში მონაეილეობდა. ფეხბურთელისგან ვიცი..მგონი აქაც აგრძელებს..
Vakhtang Lobzhanidze
16 ნოემბერი 2018 02:30
8
ნუ თამაშობ და არაფერი მოგელანდება!
დავით 67
16 ნოემბერი 2018 02:45
4
სირცხვილია,
ესეთი უფანტაზიო ფეხბურთი რა ხანია არ მიყურებია. ანდრიას რა უნდა მოითხოვო და ჩვენების ერთი კომბინაციაც ვერ ვნახე.
K.R.
16 ნოემბერი 2018 01:52
1
ყველაფერი კიკინების ბრალია, როგორც ყოველთვის ინერტულობა, უთამაშებლობა და ეს დაგვიანებული ცვლილებები, თანაც არასწორი
Vasili
16 ნოემბერი 2018 12:30
0
დასანანია ნამდვილად მაგრამ რას ვიზამთ,ახლა მოთქმის და გოდების დრო არ არის,4 დღეში ყაზახეთთან უპრინციპულესი მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ.ახლავე უნდა დაივიწყოს ფეხბურთელებმა ანდორასთან მატჩი და მოემზადონ 19-ისთვის,გაფიქრებაც არ მინდა რომ ამ ლიგაში ვინმემ გვაჯობოს.
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2018 02:02
2
ანდორასთან გამოდის 4მცველით და ორი ჩამშლელით გვილია კვეკვესკირი უნდა ამოეგდო კანკავა მარტო ჩამშლელად და ლუკა ზარანდია ნახევარ დაცვაში . კვეკვესკირს და გვილიას არამგონია შემოწმება ჭირდებოდეს როგორი ფეხბურთელები არიან . და ის კიდე ჯიმი ტაბიძე რაგბზე მაინც შეიყვანონ სულ ჯარიმებს იკიდებდა . ლორია წელიწადზე მეტია უკლუბოდ არის და აქ ამდენი ხნის უთამაშებელს ძირითადში აყენებს რას უწუნებს კვასხვაძეს კვასხვაძე თუარ მოწონს კუპატაძე მაინც დააყენოს გამოცდილებას მაინც შეიძენს .
ტოტტი
16 ნოემბერი 2018 01:50
0
რა ვერ გაამართლა, არ წაუვიდა, არ ითამაშა ჩაკვემ, ყაზაიშვილი ნული. კიტემ ითამაშა რაც შეეძლო, კიდე მოუმატებს ეგა.და ტაბიძე კედელივით იდგა და მეტი რა. არაბულმა არ გაამართლა ერთი. ამ კაცს უთხრას ვინმემ, რო ცვლილება გააკეტოს დროულად და დაანებოს ტავი ამ ლორიას ბოლობოლო. და ვაბშე გაკეთებული თამაში მგონია. კატასტროფა არაა. კიდე ლორია ტუ დააყენა და არ ვიცი.
ვასო
16 ნოემბერი 2018 01:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული