ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
15 ნოემბერს ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

ჯვაროსანთა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სახეცვლილი შემადგენლობა დააყენა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე შეუტია და სწრაფი გოლიც გაიტანა: ფლანგიდან განივ გადაცემაზე ყველას ჩაკვეტაძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, მასპინძლები კვლავ მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და შეტევაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. თამაშის ტემპიც დაეცა. 31-ე წუთზე არაბულმა ხელსაყრელი პოზიციიდან მოჭრილი დარტყმით ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრებმა ისევ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, უფრო
მარჯვენა ფრთიდან, სადაც ჩვეულად კაკაბაძე აქტიურობდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა (ან როგორ უნდა შეცვლილიყო?) და 51-ე წუთზე ანგარიშის გაზრდის კარგი შესაძლებლობა ხელიდან ხოჭოლავამ გაუშვა. 63-ე წუთზე კი ალოგიკური გოლი გავუშვით - მეკარე ლორიამ უხეში შეცდომა დაუშვა და მარტინესმა საჯარიმოდან გოლი გაიტანა. ეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი გაშვებული გოლი იყო.

აშკარა გახლდათ, რომ საქართველოს ნაკრები შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა და შექმნილი ვითარება ცვლილებების განხორციელებას მოითხოვდა. ვაისმა 77-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, კიტეიშვილისა და არაბულის ნაცვლად მოედანზე ჭანტურიშვილი და კაჭარავა შეუშვა.

ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ტურნირზე პირველი ქულები დაკარგა.

მოკლედ, ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა, საქართველოს ნაკრებმა ვერ აჩვენა საკადრისი თამაში, უფანტაზიოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა.

ანდორა". "ესტადი ნასიონალი"
ანდორა - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (9), 1:1 მარტინესი (63)

ანდორა: გომესი, ჩ. მარტინესი (გარსია 90+1), უოლესი, რებესი, ლიმა. ა. მარტინესი, ფერნანდესი (როდრიგესი 81), სან ნიკოლასი, ცერვოსი (ხ. რუბიო 89), ხ. რუბიო, ლოვერა

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ტაბიძე, ნავალოვსკი, გვილია (ზარანდია 88), კვეკვესკირი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 77), ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, არაბული (კაჭარავა 77)

მკითხველის კომენტარები / 102 /
ვაის ერთხელ მაინც შემოდი sportall.ge -ზე და გადაათარგმნინე შენს ასისტენტს ქართველი გულშემატკივრების შეფასებები და აზრები რომ ეს დალოცვილი შეცვლები ცოტა ადრე გაააკეთე!!!!! როცა გუნდი დაღოღავს და გაუთავებელი ბირთი უაზრო გორებაა და არაფერი არ იქმნება უნდა შეცვალო ან ტაქტიკა ან ახალი ფეხბურთელები შემოიყვანო რომლებიც შეცვლიან მატჩის სურათს.დავიჯერო არავინ ეუბნება რო ესეთი განწყობაა გულშემატკივრებში? პ.ს კაჭარავა კაცურად ადექი და შენ თვითონ გადადგი ვაჟკაცური ნაბიჯი და სხვას დაუთმე ეგ ადგილი.იმედია ყაზახეთთან სულ სხვა საქართველოს ნაკრები გამოვა მინდორზე.
დდდ
16 ნოემბერი 2018 09:03
0
ყველა ტამაში მოიგეს შინ და გარეთ. ერთხელ, სულ ერთ მომენტში წაუცდათ ფეხი, ერთი მომენტში და მაინც და მაინც გავიდა ოლი. რა ერთი ამბავი ატყდა!
ვართ პირველ ადგილზე, სხვა ჯგუფებთან შედარებიტაც დიდერი ვართ, თიტქმის განაღდებული გვაქვს პირველობა და აუუუუჰ, ეს რა საშინელი მწვრთელი გვყოლია თურმე.

მაგარი ის არის, რომ ერთი და იგივე ხალზი სხვადასხვა სახელებით წერენ და წერენ კომენტარებს, და მეტიც ერთმანეთთან კამათობენ ანუ საკუთარ ტავთან. მაგარია!
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2018 08:28
7
სად ხართ ის ხალხი,ერთი მიპასუხეთ ,ხედავთ პტოგრესს ნაკრების თამასში, რომ წაიღეთ ტვინი და იძახდით ,როგორ პროგრესირებს ჩვენი ნაკრებიო,მაგარია ვაისიო,ხომ დაგვანახა ანდორამ რა დონეზეც ვართ.ამაში იყრება 250 მილიონი.
mamulo
16 ნოემბერი 2018 08:23
3
დიდი ეჭვი მაქ რო ფრე გააგორეს და ვაისი კიარა ამას ხელს ვერ შეუშლიდა მაისი.მეორე ტაიმიც ეგეთი იყო მდუნე და უღიმღამო.ფაქტიურად გუნდი დადგა.
zaza
16 ნოემბერი 2018 08:18
1
მწვრთნელმა რომელმაც არ იცის ზამენა როდის გააკეთოს და ვინ შემოიყვვანოს არ ითვლება კარგ მწვრთნელად.ეს კაცი გაგებაში არ არის ვინ და როდის.ცხონებულ ფარსადანოვიჩს რამდენი მეორე ტაიმი აქვს მოგებული დროული ზამენებით და უსტანოვკით.მარტო კაკილაშვილი გაიხსენეთ დიუსელდორფის ფინალში...და კიდევ, ნუ ტეხთ აჟიოტაჟს ჟურნალისტები და ნუ აფუჭებთ ფეხბურთელებს.აუ ბარსელონა და არიქა ცალი ფეხით
უკვე იქაა და ა. შ.ეს მერამდენე შემთხვევაა უკვე და ბოლოს "ტობოლში" ხვდებიან.წარმატებები ნაკრებს!
კახა ქირია
16 ნოემბერი 2018 06:04
0
როცა ანდორას ვერ ვუგებთ ევროპაზე გასვლას როგორ ვაპირებთ, ან რომც გავიდეთ ოლიმპიური მიზანი გვაქვს, მთავარი მონაწილეობაა და არა შედეგი?
912
16 ნოემბერი 2018 04:49
10
მწვრთნელის ბრალია ეს ანგარიში. არაბული საერთოდ აზრზე არ არის პოზიციის. არ შეიძლება ბოლო 10 წუთსი შეცვლების გაკეთება იმის იმედით რო გაგივარდეს ან გაგიმართლოს. Dროს გასაყვანად უნდა კეთდებოდეს ეგეთი შეცვლები და ან დამტრვეულის გამპსაცვლელად. ზარანდიას და კაჭარავას მეორე ტაიმის დასაწყისში თუ არა 60 წუთისათვის გამიყვანდა კარგი მწვრთნელი. ამ სიმაღლე მეკარეს კიდევ ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს ან კიდევ ეჭვი მაქვს ფრეზე შეთანხმდნენ პირველი ტაიმის მერე?:)
niko
16 ნოემბერი 2018 04:24
6
არაა გამორიცხული, მითუმეტეს ჩვენების ინტერვიუს შემდეგ, სადაც ამბობდნენ, რომ ისე უნდა გავიდეთ, ქულა არ დავკარგოთ და ბურთი არ უნდა გავუშვათო. თუ იჩალიჩეს, ღმერთმა შეარგოთ, მთავარია ფლეი-ოფზე რას ვიზამთ! ეს ფრე არაფერს არ ნიშნავს.
დდდ
16 ნოემბერი 2018 12:13
2
პირველი ტაიმის შემდეგ რატომ და არა მანამდე?

https://sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-nakrebiiii/124308-nika-kvekveskiri-chveni-survilia-eqvsive-thamashi-movigoth-da-goli-ar-gavushvath.html
როგორ ყველაფერი უკუღმა ახდება ხოლმე?
ქომაგი
16 ნოემბერი 2018 11:40
1
თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს ანდორასნაირ გუნდებს ნებისმიერი შემადგენლობით უნდა ვამარცხებდეტ
ალეკო
16 ნოემბერი 2018 04:08
0
ლოგიკური იყო. ის 4 მოგებული შეხვედრა იყო გამართლების და იღბლის წყალობით. გარდა ლატვიაში მოგებულისა. ვინც არ მეთანხმებით გადახედეთ თამაშებს.
,, ანზორი
16 ნოემბერი 2018 04:03
9
საქართველოს დაბალი დონის ნაკრებს მიუჩინეს თავისი ადგილი. ჩაკვეტაძე რომ ბარსლონაში კი არა სადაც ეხლაა იქაც ბევრია მაგისთვის ესეც კარგად გამოჩნდა
აბო რუხაძე
16 ნოემბერი 2018 10:24
4
ადრე გახსოვს შენ ესე მიყოლებით მოგებები, ყველა გვასაზიზღრებდა და რა იღბალზე ლაპარაკობ, რას ითარსები.
ზურა
16 ნოემბერი 2018 09:11
0
ყველა გამოხმაურება
საქართველოს კართან ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს ლორია ქმნის. გაიხსენეთ ერთა ლიგის თამაშები და დამეთანხმებით, რომ ასეა. ბავშვური შეცდომები მოსდის. ალბათ მაგიტომაცაა სათადარიგო თავის გუნდში და მიტომ რჩება ამდენი დრო ვარცხნილობისთვის-კიკინას გაკეთება ხომ უნდა?
ნათია
16 ნოემბერი 2018 03:58
2
ლორია არასერიოზული გახდა ფეხბორთში, ყოველ შემთხვევაში დაკარგა კონცენტრაცია კიევის გადაღებების შემდეგ. ძალინ მწყდება გული რევიშვილზე.
გიზოგ
16 ნოემბერი 2018 11:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული