ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი შედეგი. უკმაყოფილო ვარ, პირველ ტაიმში უნდა გამოგვეყენებინა მომენტები და გაგვეტანა გოლები, ბაჩანა არაბულს ჰქონდა კარგი შანსი. რაც შეეხება მეტოქის გოლს, ასეთი გოლები არ უნდა გადიოდეს, თუმცა არ მსურს ცხელ გულზე საუბარი.

ბევრი შეცდომა დავუშვით და ვერ ვიყენებდით საგოლე მომენტებს. მინდოდა ჯგუფი ქულების დაუკარგავად დაგვესრულებინა, თუმცა ასე არ მოხდა და წინ საშინაო მატჩი გველოდება ყაზახეთთან, სადაც ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა
ვაჩვენოთ.

მოთამაშეები არ გვყავდა, რათა ძირითადი შემადგენლობა იდეალურად დაგვეყენებინა, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან. უფრო მეტი მოლოდინი მქონდა ბაჩანა არაბულისგან და ნიკა კაჭარავასგან, მათ თავი ვერ წარმოაჩინეს. ყველაფერს ვერ გააკეთებს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად გვყავდა დატვირთული.

პრობლემები არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ფეხბურთელებს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა. ავიღოთ გიორგი ლორია, რომელიც ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და ეს ქმნის პრობლემებს, შესაძლებელია  ამ პოზიციაზე ცვლილება განვიხილო. არ გვყავს შეტევაში გიორგი ქვილითაია და თავდამსხმელები ვერ იყენებენ მომენტებს. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა დაცვის ხაზში.

ყაზახეთთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა მოვხვდეთ მეოთხე კალათაში. რაც შეეხება მინდორის ხარისხს, ამ მოედანზე ორივე გუნდი თამაშობდა და შესაბამისად, ეს ორივე ნაკრებისთვის შემაფერხებელი იყო.

რა თქმა უნდა, ვაკვირდები საქართველოს ჩემპიონატს, მათ შორის გიორგი გაბედავასაც. ამ დროისთვის ვფიქრობ კაჭარავა და არაბული უკეთესი ვარიანტი იყო, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება საქართველოს ჩემპიონატიდან ფორვარდი გამოვიძახო".

altანდორელთა თავკაცი: ჩვენ სუპერგოლი გავიტანეთ!

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

მკითხველის კომენტარები / 44 /
სწოფრი კომეტარია ვაისზე. დროულ შეცვლას და სწორ შეცვლას ვერადროს აყენებბს. არაბული ნაკრების დონი ფეხბურტს ვერ აჩვენებს. კაჭარავასთან რა უნდა ნეტავ ბლო წუთბში შემოყვანა და გაქცევაც ვერ მოასწრო. ძარანდია კარგი ბიჭია და დროზე უნდა შემოეყვანა მეორე ტაიმის დასაწყისშივე. მწვრთნელმა და მეკარემ წააგეს ეს თამაში, რადგან ეგ ჩემს დავთარში წაგების ტოლი ფრეა. კიდევ ვიტივი ჩემი 80-იანების დასაწყისის ეზოს გუნდით თუ არ მომეგო ამ ანდორისათვის. კარგით რა
niko
04:37 16-11-2018
6
არც ვკითხულობ შენ კომენტარებს. ეს მატჩი ფრე კი არ იყო, შენ პირადად წააგე. ყველა მატჩში ჩაკვეტაძე ვერ გადაგარჩენს. ცვლილება იყო საჭირო მეორე ტაიმის დასაწყისშივე, 55 წუთზე იყო ამის მწარე აუცილებლობა. შენ კი კაჭარავა და ჭანტურიშვილი შემოიყვანე, მაშინ როცა გვიანი იყო და თან ზარანდია გეჯდა სკამზე. ასეთ მატჩში, ასეთ დროს ... ტექნიკური ფეხბურთელები გყავს და ჩაწოდებებზე ტამაშობ. არ გესმის არაფერი და ყველაზე ცუდია, რომ ხარ ჯიუტი. ამ სიჯიუტის გამო ვწერ ამას, რასაც ვწერ. არ შეიძლება ასე. წარმატებები როგორც ადამიანს , პატივს გცემ და გულითადი სიმპატიებიც მაქვს, მაგრამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ხარ და ამ სფეროში საჭიროა ან დროული შეცვლები, ან შენი გაშვება.
გადასარევი გიორგი
02:31 16-11-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული