დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა.

"ვფიქრობ, მეტოქესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. ბევრად მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ დასანანი გოლი გავუშვით, რომელსაც არავინ ელოდა.

თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამით არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ წინ ყაზახეთთან მატჩია, რომელშიც გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე".

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს


მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველო თბილისში ყაზახეთს 1:0 მოუგებს და ისევ მაგრები გავხდებით. ისევ დაიწყება ქება.

არადა რეალურად საქართველოს ნაკრები საცოდავი გუნდია უსაცოდავესი ფეხბურთელებით და მაგათზე უსუსტესი მწვრთნელით.
გელა ნუგზარაშვილი
14:41 17-11-2018
7
კატასტროფაა, მეტი რაღა უნდა მოხდეს? ანდორაზე უარესი გუნდი ალბათ სან-მარინოა. ასეთ ნაკრებს ვერ უგებ და თან 30 წუთი გაქვს დრო და გამარჯვების ბურთს ვერ უტან. როცა თამასა ასე დაბლა გაქვს დაწეული,პროგრესზე საუბარი ზედმეტია. ერთი სიტყვით,ცუდი განცხადებაა!
1234
13:20 17-11-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული