დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში ანდორასთან ნამატჩევს (1:1) საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა.

"ვფიქრობ, მეტოქესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ. ბევრად მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ დასანანი გოლი გავუშვით, რომელსაც არავინ ელოდა.

თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამით არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ წინ ყაზახეთთან მატჩია, რომელშიც გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე".

altვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

altვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს


მკითხველის კომენტარები / 11 /
გახვალთ მაგრამ,მოიგებთ? :)
კაჭარავა და არაბული ათამაშეთ კიდევ, ეს იმიტომ ვთქვი რომ სადაც კაჭარავა და არაბული თამაშობს იმ გუნდს ქუთაისის ტორპედო ბურთს არ დაანახებს და რატომ არ უნდა წაიყვანოს კაპანაძე ნაკრებში ან გაბედავა,თან როცა ხედავ რომ ერთმანეთზე უკეთეს ფორმაში არიან,განსაკუთრებით კაპანაძე.
რაც შეეხება ლორიას, რატომ ათამაშებს 8 თვის უთამაშებელ მეკრეს ძირითადში?რით დაიმსახურა,თუ ბარსელონაში და რეალში აქ ნათამაშები და გამოცდილება აქ,კრილია სოვესტოვს არ გაცილებულა ლორია,როცა კვასხვაძე საოცარ ფორმაშია, 16 თამაში არ წაუგია ტორპედოს და ლომის წვლილი აქ როინას, 16 თამაშიდან ალბათ 6-7 ბურთი თუ ექნება განაშვები.
ერთი სიტყვით
ვაისმა ამით დაამტკიცა რო არაფერი მწვთნელი არ არის,იმიტომ რომ სწორედ ამ სიტუაციაში უნდა დააყენო ე.წ სასტავი, ლორია კი არა მესის აჯენდნენ სკამზე არგენტინის ნაკრებში,გამოიყვანა ზვეზდა ლორია.
ლაშა
13:42 16-11-2018
1
სტანდარტებიდან რომ სახიფათოც კი ვერაფერი შევქმენით,კატასტროფა არ არის?მეორე ტაიმში რომ გუნდური თამაში დაიშალა,კატასტროფა არ არის?თამაშის ბოლოს რომ ჩვენ უფრო დაღლილები ვიყავით,ვიდრე ეს მოყვარულებისაგან შემდგარი ნაკრები,კატასტროფა არ არის?აღმოჩნდა რომ მხოლოდ კლასის ხარჯზე,ანდორას დამარცხებაც კი არ შეგვიძლია,არადა დავიჯერეთ,რომ მაღალი კლასის გუნდი ყალიბდება.ყაზახების თამაშს ვუყურე და კარში ძალიან ბევრს ურტყავენ,სიზუსტისა რა მოგახსენოთ მაგრამ,ძლიერად.თუ რამდენიმე კარშიც წავიდა,აუცილებლად გაგვიტანენ.კარგი,აქედან უკვე გამარჯვებულები ვართ,მაგრამ რაც ბელარუსის თამაშებს ვუყურე და მით უმეტეს წუხელ,ასეთ ჩვენ ნაკრებს ძვლებიანად შეგვახრამუნებენ და თუ სრული შემადგენლობა გვეყოლება,მაშინაც საეჭვო იქნება ჩვენი გამარჯვება.მათ ალექსანდრე გლებიც დაუბრუნდათ და ახლა ეს გუნდი,არა მარტო ძალიან მობილური და სწრაფი,არამედ ძალიან ჭკვიანიც გახდა.არ დაივიწყოთ,რომ მათ, არც ერთი გოლი არა აქვთ გაშვებული.
პანიკას არ ვქმნი,მაგრამ ყაზახების დასამარცხებლად,ისეთივე მობილიზება დაგვჭირდება,თან აუცილებლად,როგორც პირველ თამაშში.რაც შეეხება გაბედავას თემას,ის სულ სხვა ტიპის ფორვარდია,ჩვენი ნაკრები კი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს,მაგრამ გაბედავა გუნდურადაც კარგად თამაშობს და ვფიქრობ შესძლებს ნაკრების სქემასთან შეგუებას.ყოველ შემთხვევაში შანსს ნამდვილად იმსახურებს.რაც გუშინ ვნახე,ზარანდიაც აუცილებლად გამოგვადგება,გუშინ მისი გამოყვანა,ძალიან დაგვიანდა.
სოსო
13:01 16-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული