ვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

AutoSharing Option
19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურში  საქართველოს ნაკრები და ყაზახეთის ნაკრები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

„პირველი ადგილი ჯგუფში უკვე განაღდებული გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანი თამაშია, რათა გვსურს რომ დივიზიონში საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ცვლილებები ნამდვილად იქნება. ნავალოვსკი ნამდვილად ვერ ითამაშებს. 100%-ით მზად არ არის დღევანდელი მონაცემებით არაბულიც, ხოლო სხვა ფეხბურთელები ყველანი მზად არიან. თუმცა, ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება.

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ანდორაში თამაში ადვილი არაა. ზოგადად, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ შეტევის ხაზში გეგმა ვერ
შევასრულეთ. სამწუხაროა, რომ ისეთი გოლი გავუშვით, რომელიც მეკარის შეცდომის გავიდა. საბოლოოდ, შეტევაში ცუდი თამაში გახდა იმის მიზეზი, რომ ქულები დავკარგეთ. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ვეცდებით, რომ ყაზახეთთან კარგი თამაში ვაჩვენოთ და მოვიგოთ.

მოხარულები ვართ, რომ საწყის 4 ტურში მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. რაც შეეხება ექსპერიმენტებს, საქართველოს ნაკრებს ახლა არ აქვს ამის უფლება, რადგან ისედაც ბევრი ფეხბურთელი აკლია ტრავმის გამო და მოედანზე მოცემულ ვითარებაში საუკეთესო ფეხბურთელები გავლენ.

არ ვფიქრობ, რომ ანდორაში ზედმეტად ექსპერიმენტული შემადგენლობით ვითამაშეთ. ხოჭოლავა დიდ გუნდში თამაშობს, კიტეიშვილი „შტურმის“ საუკეთესო ფეხბურთელია, ტაბიძე რუსეთში სტაბილურად თამაშობს და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება არაბულს, ის მომენტი რომ გამოეყენებინა, დღეს სხვა სურათი ექნებოდა., თუმცა, ეს უკვე წარსულია. ჩვენ არ გვაქვს ამხანაგური თამაშები და ვფიქრობ, სწორედ ასეთ თამაშში უნდა გამოვცადოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ახლა კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყაზახეთის დასამარცხებლად. ლორიას რაც შეეხება, ვნახოთ ითამაშებს თუ არა, ხვალ.

თქვენ შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რაც შეეხება ფეხბურთელებს, როცა ვაკრიტიკებ, იმიტომ, რომ შემდეგ მოუმატონ და უკეთ ითამაშოს. რაც შეეხება ცვლილებებს, შეიძლება დაგეთანხმოთ, რადგან თავდასხმაში ვერ ვითამაშეთ სათანადო დონეზე და შეცვლები ალბათ დაგვიანებულიც იყო.

მინდა აღვნიშნო, რომ ანდორასთან ძალაინ გვაკლდნენ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ჯაბას ჰქონდა ჯანმრთელების პრობლემა და სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე გავიდეს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არაა“.

შეგახსენებთ შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" 21:00 საათზე გაიმართება



altგიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის უარყოფითი და დადებითი მხარეები

alt10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში


მკითხველის კომენტარები / 24 /
ოღონდ ეს არ გეთქვა რაა..ჯაბა კანკავა ისე გვჭირდება ხვალ როგორც ადამიანს ჟანგბადი.არ ვიცი,ალბათ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ კაპიტანი მოედანზე გავიდეს.ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.სხვა შედეგის გაფიქრებაც კი არ მინდა.
ქობულეთელი
16:50 18-11-2018
1
ან შტერია, ან თავს იშტერებს, მგონი მასხრად გვიგდებს. შეტევა და თავდასხმა ჩავარდაო და კაშია, კანკავას არ ყოფნა რა შუაშია. დაცვაც კარგი იყო და საყრდენსაც არა უშავდა. კანკავა-კაშიათი უნდა შეტევის გაძლიერება? შემტევები და თავდამსხმელები უნდა გამოიძახო ოეე, მიურახუნეთ ამ კაცს თავში ფედერაციამ. სადაა არაბიძე, ებრალიძე, ლობჟანიძე,სხირტლაძე,პარუნაშვილი. ათამაშე ზარანდია. ბოლობოლო ეროვნულიდან დაიმატე იგივე გაბედავა ან ტორპედოში როა რა გვარია. 2 წელიწადია გეხვეწება ამდენი ხალხი, რო გამოიძახო ეს ბიჭები. ვინა ხართ , რა ჯიშისახართ. მგონი დაწყევლილები ვართ.
zvare
19:08 18-11-2018
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული