ნიკა კვეკვესკირი: ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები

AutoSharing Option
19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩში, საქართველოს და ყაზახეთის საფეხბურთო ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვალინდელ დაპირისპირებაზე ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა.

"ვუყურეთ და გავაანალიზეთ ანდორასთან მატჩი. რომ ეს იყო კონკრეტული თამაში, რომელიც იმ დონეზე ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლო. იყო, გარკვეული მიზეზები, ტრავმირებული ფეხბურთელები, მინდორი, მაგრამ თამაშის ხარისხს მთლიანად ჩვენს თავზე ვიღებთ, რადგან მეტი შეგვიძლია. ეს აქამდეც გამოჩნდა, გულშემატკივარს ნელ-ნელა ვაბრუნებთ სტადიონზე.

გვქონდა დიდი მოტივაცია, რომ ექვსივე თამაში მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. თუმცა, ფეხბურთი ასეთია. ეს ფრე გარკვეულწილად გამოღვიძება
იყო. ფეხბურთელებმა ვიცით რა შეგვიძლია და ამის დამტკიცებას ხვალიდნელ შეხვედრაში ვეცდებით.

გამიჭირდება მეტოქის ტაქტიკურ სქემაზე საუბარი. ეს მწვრთნელმა უკეთ იცის. თუმცა, ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები. არ მინდა, ამაზე დეტალურად საუბარი. თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ ხვალ ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვების მოსაპოვებლად"

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოს ნაკრები დინამო არენაზე 21:00 საათზე ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

altვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული