სტანიმირ სტოილოვი: საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია

AutoSharing Option
19 ნოემბერს ერთა ლიგის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები და ყაზახეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა ისაუბრა.

"გილოცავთ! თქვენ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეღ. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და ამიტომ, ეს წარმატება დაიმსახურა.

რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმების გამო. თუმცა, აქ სასეირნოდ არ ჩამოვსულვართ. ჩვენი გუნდი, ისევე, როგორც თქვენი აღმავლობის გზაზეა. გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ აქ ბრძოლისთვის ჩამოვედით და ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.

ძალიან კარგი იქნება ჩვენთვისაც თუ სავსე სტადიონზე მოგვიწევს თამაში. შიში არ არსებობს მიუხედავად იმისა,
რომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. პირიქით მოველით ამ თამაშს, როგორც დღესასწაულს, რადგან კარგ ატმოსფეროში ითამაშებენ. ცარიელ სტადიონზე ყველა ითამაშებს, მთავარია, სავსე სტადიონზე როგორ მოვახერხებთ თამაშს.

შედარება ვფიქრობ, არ შეიძლება, რადგან ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთი უფრო ძლიერია, მაგრამ რაც შეეხება ნაკრებებს, ფაქტი სახეზეა, საქართველო პირველ ადგილზეა და ჩვენზე ძლიერია. ბევრი ქართველი ფეხბურთელი საკმაოდ წარმატებულ კლუბებში თამაშობს და ეს ცხადია, მათზე დადებითად მოქმედებს. პირველ თამაშში ჩვენც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველო უკეთ გაისარჯა და ამიტომ, დამსახურებულადაც მოიგო.

ბოლო თამაშის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კარის გაჯახუნებას მოვახერხებთ. თანაც, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ და მის მოედანზე.

მე და ვაისი „ასტანა“ – „კაირატის“ მატჩებამდეც შევხვედრივართ ერთმანეთს. ეს იყო ევროპა ლიგაზე, როდესაც ვაისი „არმტედიას“ თავკაცი იყო, მეს სოფიის „ლევსკის“. მგონია, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ყაზახეთში უპირატესობას ვფლობდი, რადგან „ასტანა“ უფრო ძლიერი გუნდი იყო, ვიდრე „კაირატი“. მიხარია, რომ მწვრთნელებს შორის კონკურენციაა.

ვფიქრობ, საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა ნამდვილად გვაქვს და აქვს საქართველოს ნაკრებსაც. ანდორასთან ალბათ დაუფასებლობის მომენტიც იყო, როგორც ჩვენი, ისე საქართველოს მხრიდან. ვნახოთ, რა მოხდება ხვალინდელ შეხვედრაში. მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ. როდესაც, ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, გუნდის გაახალგაზრდავება დავიწყე, მათ კი დრო სჭირდებათ, რომ პროგრესი განიცადონ. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები ვითარდება თამაშის ხარისხის კუთხით. სანამ ნდობა მექნება, მუშაობას ვაგრძელებ. თუ ფედერაცია მეტყვის, რომ გადავდგე, დავემორჩილები, მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ საინტერესო წინადადების შემთხვევაშიც დავფიქრდები.

ჩაკვეტაძე? - ზედმეტი აჟიოტაჟი კარგად ალბათ ვერ იმოქმედებს. თუმცა მივესალმები, რომ ასეთი ქვეყნებიდან, როგორიც საქართველო ან ყაზახეთია, რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელით დაინტერესდნენ დიდი გუნდები, მაგალითად „ბარსელონა“"


შეგახსენებთ შეხვედრა ხვალ 21:00 საათზე დინამო არენაზე შედგება.

altვლადიმირ ვაისი: ცვლილებები შემადგენლობაში ტრავმების გარეშეც იქნება

altნიკა კვეკვესკირი: ჩვენც ვიცით, ყაზახეთის პლიუს-მინუსები

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან სახიფათო გუნდია, ესენი და ძალიან ხიტრი ნაროდი საერთოდ. ძალიან სერიოზულად უნდა უყუროთ.
Expert_
02:16 19-11-2018
1
ჯერ მოვიგოთ და ბაქი-ბუქი მერე ატეხეთ ეგრე გვეგონა რომ ანდორასაც დიდი ანგარიშით მოვუგებდით მაგრამ საერთოდ ვერ მოვუგეთ ყაზახეთი არა მგონია ანდორაზე სუსტი იყოს
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული