შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ - საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი დაამარცხა - ჩაკვეტაძე გენიოსია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი 2:1 დაამარცხა.

დიდ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები კი ფლობდა, მაგრამ ცალკარა თამაშში პირველ ტაიმში შედეგს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შესვენების შემდეგ ჯვაროსნებმა გოლი გაიტანეს. ჩაკვეტაძის გადაცემა გოლით მერებაშვილმა დააგვირგვინა.

78-ე წუთზე ჩაკვეტაძის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი გენიალური გოლი გაიტანა. ბოლოს სტუმრებმა ერთი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა.

აქ ანგარიშზე ლაპარაკიც აღარაა - ჩვენი გუნდი სულ სხვა კლასისაა და პლეი-ოფის ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ. გილოცავთ!

თბილისი. "დინამო არენა".
საქართველო -ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 მერებაშვილი 1:0  (59), 2:0 ჩაკვეტაძე (84), 1:2 ომირტაევი (90) 1:2

საქართველო: ლორია; კაკაბაძე (ხოჭოლავა 86), კვირკველია, კაშია, დვალი, კანკვაკა, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 90), გვილია (კაჭარავა 74), მერებაშვილი, ყაზაიშვილი

ყაზახეთი: ნეპოგოდოვი; ბეისებეკოვი, მალი, ლოგვინენკო, სუიუმბაიევი, ფედინი (ომირტაევი 88), კუატი, მუჟიკოვი, მურტაზაევი (ტურისბეკი 84); ჟაიტდინოვი, შეტკინი (პერტსუხი 74)

მკითხველის კომენტარები / 75 /
გილოცავთ ყველას ეს ჯიგარი ანდორასთან სად გქონდათ
912
19 ნოემბერი 2018 23:05
1
მთელ საქართველოს გილოცავთ, ამდენი წელიწადია, ათეულობით წელია, ქართულ ფეხბურთს არცერთი შეჯიბრება არ მოუგია! გუშინ ნავსი გატეხა ამ თითქოს დაწუნებულმა თაობამ, ერთალიგაზე ჯგუფში ბრწყინვალე გამარვება დაიწერა თავის აქტივში! კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ მარცხენა ფლანგზე, დიდი მიხეილ მესხის ფლანგზე გამოჩნდა კაშკაშა კომეტა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ დიდ მწვერვალებს დაიპყრობს და კიდევ მრავალჯერ გაგვახარებს!
aburjga
20 ნოემბერი 2018 16:38
2
მადლობა ყველას.მადლობა ბიᲭებს.ᲩᲐკვე მადლობა რომ ქარᲗველი ხარ,მადლობა რომ ფეხბურᲗელი ხარ,მადლობა რომ Ჭკვიანი ბიᲭი ხარ.გილოცავᲗ ყველას!!!
ვაისს ნუ კიცხავᲗ.ეს მისი დამსახურებაა.მან დააყენა გუნდი.
წარმატებები.
ასეᲗი ბედნიერი 1981 წლის 13 მაისის მერე არ ვყოფილვარ.
ზაზა
19 ნოემბერი 2018 23:56
0
დღეს პირველად ვთქვი , რომ სვარკის კი არა , ფეხბურთის სანახავად მივდივარ მეთქი )
კახა
20 ნოემბერი 2018 00:15
2
ჩაკვეტაძე იგივეა ჩვენი ნაკრებისთვის, რაც მესი არგენტინის ნაკრებისთვის. გენიოსია, ვენაცვალე ქართველობაში და კაცობაში.
ალეკო
20 ნოემბერი 2018 02:45
1
მე უფრო მო სალაჰს შევადარებდი.არგენტინელებს სხვა ვარსკვლავებიც ჰყავთ.ჩვენ და ეგვიპტეს 1
1
20 ნოემბერი 2018 07:11
2
კოსოვოს შევხვდებით დიდი ალბათობით, მაგრამ ამ კოსოვოს ჩვენ რო არ ვაღიარებთ დამოკიდებელ რესპუბლიკად??? როგორ იქნება ეგ ამბავი? რანაირად მოვლენ ან ვინ შემოუშვებს აქ
ემირი
19 ნოემბერი 2018 23:05
3
ფიფას კიდი ჩვენ რას ვაღიარებთ, შემოვუშვებთ და პატივისცემითაც მოვეპყრობით.
semi
19 ნოემბერი 2018 23:53
2
გილოვავთ ყველას. მადლობა ბიჭებს და ვაისსაც, რომელსაც ვაკრიტიკებდით ყველა ანდორის შემდეგ
Geo_Dinamo
19 ნოემბერი 2018 23:04
3
უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველ ქომაგს ვულოცავ გამარჯვებას. გამარჯვებას ყაზახებთან გუშინდელ მატჩში, გამარჯვებას ჯგუფში, გამარჯვებას D დივიზიონში, გამარჯვებას ზოგადად ფეხბურთში.
ვაისს მადლობა ნამდვილად ეკუთვნის. ჩაკვეტაძე ეს მოვლენა და საჩუქარია ჩვენთვის, ნაკრების ლიდერია, ის რაც ამდენი ხანი გვაკლდა. არ მინდა ვინმეს შევადარო, მაგრამ ქართველი ფეხბურთელებიდან მგონია ქინქლაძის და ქეცბაიას სინთეზია ყველაზე კარგ გამოვლინებაში. კანკავა გუნდის ხერხემალია! როცა ის თამაშობს იცი მოედნის ცენტრში ტერმინატორი გყავს. მადლობა თითოეულ ფეხბურთელს. გილოცავთ ყველას!
პ.ს. კაკაბაძეს რა სჭირდა გუშინ? საკუთარ თავს არ გავდა.
პ.პ.ს. ზარანდია მგონია ძალიან დიდი ტალანტი და გული მწყდება მეტი სათამაშო დრო რომ არ მიეცია, თუმცა მომავალი წინაა.
ირაკლი
20 ნოემბერი 2018 13:19
1
ყველას გილოცავთ, ჩაკვე რომ არ გამოჩენილიყო ამ თამაშს კი არა ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებდით, ვაისი და ლორია მოაშორეთ თუ გასვლა გვინდა ევროპაზე. გვილიაც არაა ფორმაში, მაგრამ ლორიასთან ვერავის შევადარებთ. თვითონ მაინც ინამუსოს და თქვას რო არ შეუძლია გული მისკდება კარებში რო გვირტყავენ, მაგარი არასაიმედოა.ვაისი კიდე ლენჩია მემგონი. ეს ჯგუფი ბიჭებმა მოიგეს და არავინ სხვამ.
a
19 ნოემბერი 2018 23:17
66
პირველ ტაიმში, ერთი ერთზე ჩვენი კარიდან ბურთი ვინ გამოაძრო? ლორიამ ხო არა?
თემო
19 ნოემბერი 2018 23:56
1
gixarodeen gixarodeeeen!!!!! geniosi vaisia chakvetadze ki super geniosii! gilocaavt yvelas
soso
19 ნოემბერი 2018 23:01
1
ყველას გილოცავთ ჩვენი ბაკრების წარმატებას, მე ცოტა ხნით ადრე მახსოვს ვიღაცამ კომენტარი დადო ჩაკვეტაძე არც ბეილია და არც მესიო და ეხლა მინდა გითხრა შენ დალოცვილო თვალები არ გაქვს ვერ ხედავ თუ არ გინდა დაინახო 19 წლის ბიჭი დაფრინავს სულს და გულს დებს ისე თამაშობს.გიო ჩაკვეტაძე შენ ხარ საქართველოს იმედი და შენ შეგიძლია გააბედნიერო ქართველი ერი. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ვინც დღეს გაგვახარა უფალი გფარავდეთ
ზიზუ
20 ნოემბერი 2018 01:22
1
სულს და გულს როგორ არ დებს და უნიჭიერესი როგორ არ არის, მაგრამ ნუ ადარებთ მესის და ბეილს. ჩაკვეტაძე არაა მაგ კლასის. იმედი ვიქონიოთ რომ ოდესმე გახდება, თუმცა ძალიან ეჭვი მეპარება.
და ცოტა რეალურად შეხედეთ ყველაფერს. ბარსელონა არა კიდე...
ჰმ!
20 ნოემბერი 2018 10:24
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული