pressball.by: ჩვენი პირველი ბარიერი საქართველოა, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი შემსრულებლები

AutoSharing Option
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს შეხვდება. ამასთან დაკავშირებით ბელორუსულმა pressball.by-მ წერილი გამოაქვეყნა: "EURO-ს კურსი. საქართველო, კოსოვო, მაკედონია. ვინ უშლის ბელორუსს ბედნიერების გზისკენ ხელს?".

გთავაზობთ ამონარიდს, რომელიც საქართველოს ნაკრებს ეძღვნება.

საქართველო
ჩვენი პირველი ბარიერი და ერთა ლიგაზე მიღწეული შედეგით, ძალიან სერიოზული. საქართველოს ნაკრებმა 16 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაუსწრო.

ამასთან, მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი შემსრულებლები, მაგრამ ჰყავთ ფეხბურთელი ბელორუსის ჩემპიონატიდან - მინსკის "დინამოს" მცველი გიორგი ნავალოვსკი. დაცვის ცენტრში გამოირჩევა მოსკოვის "ლოკომოტიველი" სოლომონ კვირკველია. კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს "გენტის" 19
წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე (4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა).

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულ ჯგუფში იყო - სერბეთი, ავსტრია, ირლანდია, მოლდოვა, უელსი, მაგრამ თვით ასეთ კომპანიაში ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ბელორუსი
შეხსენების ნაცვლად: ერთა ლიგაზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია - ჩვენი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ მინდა ბელორუსიის ნაკრების დაკნინება, მაგრამ მოდი ვთქვათ რეალურად ვისთან გაიმარჯვეს ჯგუფში? სან მარინო საერთოდ სათვალავში მისაღები არაა, ეს არის ნაკრები რომელიც უსუსტესია მსოფლიოში, გუნდი რომელიც სტაბილურად ნადგურდება და რომელსაც ანდორას, ლიხტენშტეინს და გიბრალტარსაც კი ვერ შეადრი. ასე რომ ბელორუსმა ერთადერთი ლუქსემბურგი დაამარცხა შინ და გარეთ. ლუქსემბურგი, რომელიც მიუხედავად საკმაო გაძლიერებისა მაინც ჯუჯა საფეხბურთო ქვეყანაა. სხვა მხრივ კი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მოლდოვას ორი მატჩის ჯამში საერთოდ გოლი ვერ გაუტანა. ასე რომ მგონია ბელორუსული ბარიერის გადალახვა თავისუფლად შეგვიძლია, ოღონდ ძალების სრული მობილიზებით. სეირნობით დღეს ანდორასაც რომ ვერ მოუგებ უკვე დავრწმუნდით.
ირაკლი
18:43 21-11-2018
2
როგორც ყაზახებმა დაიწყეს ტურნირამდე ბაქი-ბუქი ისე ემართებათ ამათაც, როგორც იმათ მოვუგეთ უშანსოდ ორივე თამაში ისე მოუწევთ ამათ ბებერ გუნდს თბილისში)))
ლევანი
18:35 21-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული