ჩვენი მომავალი მეტოქე ერთადერთია მთელ ტურნირზე, რომელსაც საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია, ჩვენმა გუნდმა კი ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.
ადგილობრივი მედია აქტიურად განიხილავს საკუთარი ნაკრების წარმატების შანსებს. წარმოგიდგენთ ამონარიდს Sport.tut.by-ს სტატიიდან:
რამდენად რეალისტურია ერთა ლიგის D დივიზიონის მოგება?
ასეთი რეალური შანსი არასდროს გვქონია. ყველა მეტოქე ბელორუსის დონისაა. ამიტომ ჩვენს გუნდს უპირობო ფავორიტს ვერ ვუწოდებთ. პირველ რიგში, თბილისში საქართველოს დამარცხება გვმართებს. ეს ძალიან საინტერესო გუნდია, რომელმაც ჯგუფში მხოლოდ ორი ქულა დაკარგა.
მოედნის ცენტრი და შეტევაც ძლიერი მოთამაშეებითაა შედგენილი: ვაკო ყაზაიშვილი ("სან ხოსე"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი), თორნიკე ოქრიაშვილი ("კრასნოდარი"), გიორგი პაპუნაშვილი ("სარაგოსა"), გიორგი ქვილითაია ("გენტი"). გუნდში არიან ვალერიან გვილია და გიორგი ნავალოვსკიც, რომლებიც სხვადასხვა დროს ბელორუსის ჩემპიონატში თამაშობდნენ.
საქართველოს მთავარი ვარსკვლავები ვუნდერკინდი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი არაბიძე არიან. ეს შემტევი ნახევარმცველები სულ ახლახან გახდნენ სრულწლოვნები, მაგრამ კლუბებსა ("გენტსა" და "ნასიონალში") და ნაკრებში უკვე საკუთარ სიტყვას ამბობენ. ჩაკვეტაძეს დიდი მომავალი ელოდება, 19 წლის ასაკში ნაკრების ყველაზე საშიში მოთამაშეა და ბოლო მატჩებში მას ბარსელონელი სკაუტები აკვირდებოდნენ. ჩაკვეტაძეს შესანიშნავი სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და პასი აქვს.
საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებების მატჩი 2020 წლის მარტში თბილისში გაიმართება.
by.tribuna.com: ბელარუსები პლეი-ოფში საქართველოს შეხვდებიან: მეტოქე უფრო ახალგაზრდა და წარმატებულია
ნახევარფინალის მეტოქე - რითი იყო ერთა ლიგაზე გამორჩეული ბელორუსის ნაკრები?