საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით 89-ე პოზიციას იკავებს, არადა გასულ წლის ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზე იყო.
29 ნოემბრის განახლების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები არ არის, რადგან მას შემდეგ სანაკრებო თამაშები არ ყოფილა.
სიას კი სათავეში ბელგიის ნაკრები უდგას, რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს ერთა ლიგის პლეი-ოფში - ბელორუსი 1317 ქულით 76-ეა.
მსოფლიო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
1(1). ბელგია - 1727
2(2). საფრანგეთი - 1726
3(3). ბრაზილია - 1676
4(4). ხორვატია -
5(5). ინგლისი - 1631
6(7). პორტუგალია - 1614
7(6). ურუგვაი - 1609
8(8). შვეიცარია - 1599
9(9). ესპანეთი - 1591
10(10). დანია - 1589
68(68.) მაკედონია - 1343
76(78). ბელორუსი - 1317
89(92). საქართველო - 1269
131(137). კოსოვო - 1113
მომავალი განახლება 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდება.
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია - ბოლო წლების რეკორდი
ვინა ვართ და საით მივდივართ? - რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები