ფიფას წლის ბოლო რეიტინგი - რა პროგრესი განიცადა საქართველომ წინა წელთან შედარებით

AutoSharing Option
დღეს, 20 დეკემბერს ფიფას წლის საბოლოო რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით 89-ე პოზიციას იკავებს, არადა გასულ წლის ამავე დროს მსოფლიო რეიტინგში 114-ე ადგილზე იყო.

29 ნოემბრის განახლების შემდეგ რეიტინგში ცვლილებები არ არის, რადგან მას შემდეგ სანაკრებო თამაშები არ ყოფილა.

სიას კი სათავეში ბელგიის ნაკრები უდგას, რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს ერთა ლიგის პლეი-ოფში - ბელორუსი 1317 ქულით 76-ეა.

მსოფლიო რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1(1). ბელგია - 1727
2(2). საფრანგეთი - 1726
3(3). ბრაზილია - 1676
4(4). ხორვატია -
1634
5(5). ინგლისი - 1631
6(7). პორტუგალია - 1614
7(6). ურუგვაი - 1609
8(8). შვეიცარია - 1599
9(9). ესპანეთი - 1591
10(10). დანია - 1589
68(68.) მაკედონია - 1343
76(78). ბელორუსი - 1317
89(92). საქართველო - 1269
131(137). კოსოვო - 1113

მომავალი განახლება 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდება.

altსაქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში წინ წაიწია - ბოლო წლების რეკორდი

altვინა ვართ და საით მივდივართ? - რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული