"ნასიონალმა" "ბენფიკასთან" 0:10 წააგო - გიორგი არაბიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე

AutoSharing Option
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 21-ე ტურში გიორგი არაბიძის "ნასიონალი" ლისაბონში 0:10 განადგურდა "ბენფიკასთან".

მატჩს, რომელსაც 54 810 მაყურებელი დაესწრო, მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და არასაფეხბურთო ანგარიშით დასრულდა.

არაბიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 4:0 იყო.

"ნასიონალი" 18-გუნდიან ჩემპიონატზე 20 ქულით მე-16 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე დგას.

"ნასიონალი" 16 თებერვალს, შემდეგ ტურში "ფეირენენსეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე-7 გოლმა ფსიქოლოგიურად გატეხა გუნდი
აფხაზი
13 თებერვალი 2019 14:47
0
ძალიან სამწუხაროა როდესაც შენი ფეხბურთის მომავალი და იმედი ასეთ გუნდში ძირითადშიც ვერ ხვდება. უფრო მეტად და კრიტიკულად უნდა დაფიქრდეს ჩემის აზრით!
Irakli
11 თებერვალი 2019 11:56
0
ბოლობოლო ჩააყენე ავტობუსი , რა 10-0, ათამდე იყო? უბანია, თუ ჩემპიონატი?! გააგდებენ მაგ მწვრთნწლს
Vasili
11 თებერვალი 2019 11:46
1
გუნდი ამხელა ანგარიშით რომ წააგებს, იმის მომავალი ნამეტანი ბურუსით არის მოცული. მართლა სირცხვილია
: )))))))
11 თებერვალი 2019 04:06
0
არაბიძე ოთხით ნოლზე შევიდა და ათით ნოლი წაგებაში თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.
გელა ნუგზარაშვილი
11 თებერვალი 2019 00:46
14
ასეთი ბანძი გუნდი რომ ხარ და ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ ბიჭს სათადარიგო სკამს ახეხინებ, ალბათ გავარდნაზე ხელი გაქვს მოწერილი და არაფრის შეცვლას არ აპირებ.
Grisha
11 თებერვალი 2019 00:37
3
იმედია მწვრთნელს გააგდებენ :)
Tbiliseli
10 თებერვალი 2019 23:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული